შინაარსზე გადასვლა

ტანინ კრაივიჩენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანინ კრაივიჩენი
ტანინ კრაივიჩენი
ტანინ კრაივიჩენი 1976 წელს
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ოქტომბერი, 1976 – 20 ოქტომბერი, 1977
მონარქი  რამა IX
წინამორბედისენი პრამოტი
მემკვიდრეკრიანგსაკ ჩამამანანი

დაბადებული5 აპრილი, 1927
ბანგკოკი, ტაილანდი
გარდაცვლილი23 თებერვალი, 2025 (97 წლის)
ბანგკოკი, ტაილანდი
პოლიტიკური პარტიამეცხრე ძალა
მეუღლეკარენ ანდერსონი
პროფესიაიურისტი
რელიგიაბუდიზმი

ტანინ კრაივიჩენი (ტაი. เปรม ติณสูลานนท์, დ. 5 აპრილი, 1927, ბანგკოკი, ტაილანდი — გ. 23 თებერვალი, 2025) — ტაილანდის პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი. ქვეყნის მე-14 პრემიერ-მინისტრი 1976-1977 წლებში. სამეფო საიდუმლო საბჭოს წევრი. მონარქისტი, ანტიკომუნისტი.

წარმოშობით იყო საბანკო ლომბარდის მფლობელი ჩინელი ემიგრანტის ოჯახიდან. დაამთავრა ტამასატის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1948-1953 წლებში სწავლა განაგრძო დიდ ბრიტანეთში, სადაც დაასრულა ლონდონის ეკონომიკური სკოლა. მუშაობდა ადვოკატად ლონდონში, დაქორწინდა დანიელზე.

ტაილანდში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო იუსტიციის სამინისტროში. გაიკეთა მოსამართლის სწრაფი კარიერა. რამდენიმე ხნით იყო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ხელმძღვანელობდა ტაილანდის ადვოკატთა გაერთიანებას.

ტანინ კრაივიჩენი ცნობილი იყო თავისი მონარქიულ-კონსერვატიული შეხედულებებით, იყო ტაილანდური ულტრაროიალიზმის ლიდერი. თავის სიტყვებში, წიგნებში, სატელევიზიო გამოსვლებში აკრიტიკებდა მემარცხენეებსა და კომუნისტებს. 1973 წელს სამხედრო ხელისუფლების დამხობის შემდეგ, გახდა მეფის მიერ დანიშნული პარლამენტის დეპუტატი. იყო კომუნისტური პარტიის აკრძალვისა და პროფკავშირების გაუქმების მომხრე. ინდოჩინეთის ომში კომუნისტების გამარჯვების, კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ ვიეტნამის გაერთიანების, კამბოჯაში და ლაოსში კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ იგი მუდმივად მიუთითებდა კომუნისტურ საფრთხეზე და მოითხოვდა გადამწყვეტი ზომების მიღებას კომუნისტების საწინააღმდეგოდ. იგი შიშობდა, რომ ტაილანდი არ გამხდარიყო დომინოს პრინციპის შემდეგი მსხვერპლი.

1976 წელს პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია. სენი პრამოტის ლიბერალურმა მთავრობამ დაკარგა ქვეყანაზე კონტროლი. ამ ფონზე გადაწყვიტეს პრემიერის თანამდებობაზე დაებრუნებინათ ყოფილი პრემიერი, 1973 წელს დამხობილი დიქტატორი ტანომ კიტიკაჩონი. მემარცხენე ძალებმა წამოიწყეს სტუდენტური საპროტესტო აქციები, რომლის ეპიცენტრიც გახდა ტამასატის უნივერსიტეტი. პოლიციამ 6 ოქტომბერს დაარბია სტუდენტური თავყრილობა. ამავე დღეს თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა პრემიერი პრამოტი. სამხედრო გადატრიალებას დაეთანხმა მეფეც.

თავდაპირველად კრაივიჩენის მთავრობას მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ უკვე 1977 წლის მარტში აშკარა გახდა, რომ ახალი გადატრიალება იყო საჭირო. 1977 წლის 20 ოქტომბერს ეროვნულმა სამხედრო საბჭომ პრემიერი გადააყენა, ახალი მთავრობის მეთაური გახდა კრიანგსაკ ჩამამანანი.

თანამდებობიდან გადაყენებისთანავე მეფემ ტანინ კრაივიჩენი დანიშნა საიდუმლო საბჭოს წევრად და 35 წელი რჩებოდა გავლენიანი საკონსულტაციო საბჭოს წევრად.

ტანინ კრაივიჩენს ჰქონდა კვალიფიციური ადვოკატის, ერთგული და პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია. თუმცა მისი პრემიერობა არ იყო წარმატებული. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ 1976 წლის ოქტომბრის მოვლენები ცივი ომის ერთ-ერთი ეპიზოდი იყო: კომუნისტების დევნა ინდოჩინეთში შეწყდა. გარდა ამისა, კრაივიჩენის მთავრობამ თავის თავზე აიღო პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური კრიზისი.

  • Nelson Peagam (1976), "Judge picks up the reigns", Far Eastern Economic Review,
  • Jim Glassman (1999), Thailand at the margins: State power, uneven development, and industrial transformation, University of Minnesota,
  • Chris Baker; Pasuk Phongpaichit (2009), A History of Thailand (Second ed.), Cambridge University Press, p. 192, ISBN 978-0521-767-682
  • Elliott Kulick; Dick Wilson (1996), Time for Thailand: Profile of a New Success, Bangkok: White Lotus,
  • Chris J. Dixon (1999), The Thai Economy: Uneven Development and Internationalisation, 98: Routledge
  • Chai-Anan Samudavanija (1982), The Thai Young Turks, Singapur: Institute of Southeast Asian Studies,