სუჯუკი
სუჯუკი (აზერ. sucuk, სომხ. սուջուխ, Անեփ), შუჟუკი ანდა ჩუჟუკი (ყაზახ. шұжық), ჩუჩუკი (ყირგ. чучук), სუჯუკი (თურქ. sucuk) — ძეხვის ერთ-ერთი ტრადიციული ნაირსახეობა თურქულენოვან და ახლოაღმოსავლურ ხალხებში. ოსმალეთის იმპერიის დროს, ამ კერძმა ფართო გავრცელება ჰპოვა არაბებში (არაბ. سجق), ბერძნებში (ბერძ. σουτζούκι), სომხებში (სომხ. սուջուխ,Անեփ), ბულგარელებში (ბულგ. суджук), სერბებში, ხორვატებში, ბოსნიელებში და მაკედონიელებში (სერბ.-ხორ. sudžuk, cyџук). აზერბაიჯანში ხორცის სუჯუკს დოლმას, ანუ გამოტენილს უწოდებენ. თურქეთში, თანამედრო ლიტერატურაში სუჯუკის განსასაზღვრად გამოიყენება ტერმინი ბუბმარ დოლმასი — ნაწლავებში ამოვსებული. სუჯუკის თათრული სახელწოდებაა თუთირმა.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სუჯუკის რეგიონალური ნაირგვარობები
სუჯუკი სომხეთიდან
სუჯუკი ბულგარეთიდან
ასევე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქაზი-ქართა
- ჩურჩხელა
- მახანი (ძეხვი)
- ჰასიპი — მსგავსი კერძი უზბეკურ სამზარეულოში