შინაარსზე გადასვლა

სულეიმანი (შეჰზადე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეჰზადე სულეიმანი.

შეჰზადე სულეიმანი (თურქ. Şehzade Süleyman; დ. 1377 — გ. 1411) — აგრეთვე ცნობილი როგორც სულეიმან ჩელები (თურქ. Süleyman Çelebi) — ოსმალეთის იმპერიის რიგით მე-4 სულთნის, ბაიაზიდ I-ის ვაჟი. სულეიმან ჩელების დედის ვინაობა დღემდე უცნობია.

სულეიმანი დაიბადა 1377 წელს ედირნეში, ოსმალეთის ტახტის მემკვიდრის, ბაიაზიდის ოჯახში.[1] მისი დაბადების დროს ოსმალეთის სულთანი იყო მურად I, რომელმაც 1383 წელს სულთნის ტიტული მიიღო. 1389 წელს ტახტზე მისი მამა ავიდა. 1396 წელს, სულეიმანმა მამამისთან ერთად მიიღო მონაწილეობა ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1402 წელს თავის ძმებ ისასა და მუსასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ანკარის ბრძოლაში თემურლენგისა და მონღოლთა არმიის წინააღმდეგ, რომელშიც ოსმალეთის იმპერიის არმიამ იგემა დამამცირებელი მარცხი.

ოსმალეთის არმიის დამარცხების შემდეგ, თემურლენგმა დამარცხებული სულთანი ტყვედ წაიყვანა მონღოლეთში, სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც. სულთან ბაიაზიდმა მემკვიდრის გამოცხადება ვერ მოასწრო, ასე რომ, მის ვაჟებს შორის დაიწყო ტახტისთვის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობდა ათი წლის განმავლობაში.

დაბრუნების შემდეგ შეჰზადე მეჰმედმა (მომავალში მეჰმედ I) თავი გამოაცხადა ანატოლიის სულთნად, ისამბურსის სულთნად, ხოლო თავად სულეიმანი თავს ედირნეს სულთნად თვლიდა.

1405 წელს მეჰმედმა ისას ომი გამოუცხადა. ერთი წლის განმავლობაში მათ შორის მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელშიც საბოლოოდ გამარჯვება დარჩა მეჰმედს და დაიპყრო ბურსა. ისაც მასთან ბრძოლაში გარდაიცვალა.

მათი მეოთხე ძმა, მუსა მეჰმედს ემხრობოდა. 1407 წელს მეჰმედმა ის რუმელიაში გაგზავნა სულეიმანის დასამარცხებლად. მუსამ სულეიმანი დაამარცხა, მაგრამ თავი გამოაცხადა ოსმალეთის ევროპული ნაწილის სულთნად. 1411 წლის 17 თებერვალს, სულეიმანი გარდაიცვალა.[1][2]

  1. 1.0 1.1 Kastritsis, Dimitris (2007), The Sons of Bayezid: Empire Building and Representation in the Ottoman. Civil War of 1402-1413, Brill, ISBN 978-90-04-15836-8
  2. Nicholae Jorga: Geschishte des Osmanichen (Trans :Nilüfer Epçeli) Vol 1 Yeditepe yayınları, İstanbul,2009,ISBN 975-6480-17-3 p 314