მუსა (შეჰზადე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუსა ჩელები.

შეჰზადე მუსა (თურქ. Şehzade Musa; ასევე ცნობილია მუსა ჩელების სახელით (თურქ. Musa Çelebi დ. ? — გ. 5 ივლისი, 1413) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, ბაიაზიდ I-ის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჰზადე მუსას დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია, ისევე როგორც მისი დედის ვინაობა. ისაა ცნობილი, რომ ის დაიბადა ოსმალეთის იმდროინდელი სულთნის, მურად I-ის შვილისა და ტახტის მემკვიდრე ბაიაზიდის ოჯახში. 1383 წელს სულთან მურადმა მიიღო სულთნის ტიტული. მამამისი ტახტზე ავიდა 1389 წელს.[1] 1402 წელს მუსამ მონაწილეობა მიიღო ანკარის ბრძოლაში, რომელშიც ოსმალეთის არმიამ იგემა დამანგრეველი მარცხი. სულთან ბაიაზიდი თემურლენგმა ტყვედ ჩაიგდო, რომელმაც ვერ მოასწრო საკუთარი მემკვიდრის დასახელება, ასე რომ, მის ვაჟებს ტახტისთვის ბრძოლა მოუწევდათ.

როდესაც ოსმალეთი მისმა ძმებმა სამ ნაწილად დაანაწილეს, მან, მეჰმედს, შეჰზადეს, რომელიც თავს ანატოლიის სულთნად თვლიდა, გამოუცხადა მხარდაჭერა. მას შემდეგ რაც მეჰმედმა (მომავალში მეჰმედ I) დაამარცხა ისა და დაიპყრო ბურსა, მან დავალება მუსა ჩელების მისცა.

1407 წელს, შეჰზადე მეჰმედმა იგი ედირნეში გააგზავნა, რათა დაემარცხებინა ძმა სულეიმანი. მუსამ წარმატების მიღწევა მოახერხა, მაგრამ შემდეგ ძმას უღალატა და თავი ოსმალეთის ევროპული ნაწილის სულთნად გამოაცხადა.[2]

1411 წელს მეჰმედმა ბიზანტიის იმპერატორის მანუელ II პალეოლოგოსის დახმარებით რუმელიისთვის დაიწყო ბრძოლა მუსას წინააღმდეგ. ძმების პირველი შეტაკებაც სწორედ ამ წელს მოხდა, მაგრამ ამ შეტაკების შედეგად გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. მეჰმედმა აიდინის დასაცავად ცოტა ხნით უკან დაიხია.

1413 წელს მეჰმედსა და მუსას შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, რომელშიც გამარჯვებული შეჰზადე მეჰმედი გახდა. მუსა ჩელები იძულებული გახდა, რომ გაქცეულიყო ვლახეთში, სადაც მალევე, 1413 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kastritsis, Dimitris (2007), The Sons of Bayezid: Empire Building and Representation in the Ottoman. Civil War of 1402-1413, Brill, ISBN 978-90-04-15836-8
  2. Encycloapedia Britannica Evpo 70 ed., Vol. 22, p. 368