ისა (შეჰზადე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შეჰზადე ისა (თურქ. Şehzade İsa; დ. 1380 — გ. 1406) — ასევე ცნობილია ისა ჩელების სახელით (თურქ. İsa Çelebı) — ოსმალეთის იმპერიის რიგით მე-4 სულთნის, ბაიაზიდ I-ისა და მისი ხარჭის, დევლეთშაჰ ხათუნის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისა დაიბადა 1380 წელს, ბაიაზიდ I-ისა და მისი ხარჭის, დევლეთ ხათუნის ოჯახში. მისი დაბადების დროს ოსმალეთის სულთანი იყო მისი პაპა, მურად I, რომელმაც 1383 წელს მიიღო სულთნის ტიტული. 1389 წელს ტახტზე მისი მამა ავიდა. ისა იყო ანკარის სანჯაყის სანჯაყ-ბეი. 1402 წელს მონაწილეობა მიიღო ანკარის ბრძოლაში თემურლენგის წინააღმდეგ მამასთან ერთად.

ოსმალეთის არმია ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. მამამისი, ბაიაზიდ I, როგორც დამარცხებული სულთანი, მონღოლებმა ტყვედ აიყვანეს და იგი საბოლოოდ ტყვეობაში გარდაიცვალა.[1]

მამის დატყვევების შემდეგ ისას უნდა ებრძოლა ტახტისთვის. მას ბრძოლა უწევდა ძმებთან, შეჰზადე მეჰმედსა (მომავალში მეჰმედ I) და შეჰზადე სულეიმანთან. შეჰზადე სულეიმანი თავს თვლიდა ედირნეს სულთნად, ისა ბურსას სულთნად, ხოლო მისი ძმა მეჰმედი ანატოლიის სულთნად. თუმცა ერთი იყო — ტახტი რომელ შეჰზადესაც უნდა დაეკავებინა, ყველას მოუწევდა თემურლენგის მიერ დანგრეული ოსმალეთის შენება. პირველ რიგში, მეჰმედს გადაწყვეტილი ჰქონდა ისასთვის ბურსა წაერთმია.

1405 წელს შეჰზადე მეჰმედმა ძმა ისას ომი ოფიციალურად გამოუცხადა. მათი არმიები არაერთხელ შეერკინნენ ერთმანეთს, მაგრამ გამარჯვებულის გამოვლენა ერთი წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. საბოლოოდ, მეჰმედმა ისას დამარცხება და ბურსას დაპყრობა მოახერხა. შეჰზადე ისაც მეჰმედის არმიასთან დაპირისპირების დროს გარდაიცვალა ყველა თავის თანამებრძოლთან ერთად.[2]

მისმა ძმა, მეჰმედმა, საბოლოოდ სულეიმანისა და მეოთხე ძმა, მუსას დამარცხებაც მოახერხა, რომელმაც 1407 წელს თავი ოსმალეთის ევროპილი ნაწილის სულთნად გამოაცხადა და გახდა ოსმალეთის რიგით მე-5 სულთანი. მეჰმედის 8 წლიანი მმართველობა მიძღვნილი იყო მონღოლების მიერ დანგრეული ოსმალეთის აღსადგენად, რისი გაკეთებაც მან მოახერხა კიდეც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Osmanlı Tarihi Vol I (condensation: Abdülkadir Karahan), Milliyet yayınları, İstanbul. p 55-56
  2. Türkiye Tarihi Cilt II, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 p 72