მაჰდისტების აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰდისტების აჯანყება
Bataille d'Ondurman 2.jpg
ბრძოლა ომდურმანისთვის
თარიღი 1881-1898
მდებარეობა სუდანი, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, უგანდა
შედეგი ბრიტანელ-ეგვიპტელთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
სუდანი გახდა ანგლო ეგვიპტური კონდომინიუმი.
მხარეები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთის იმპერია

ბელგიის დროშა ბელგია
Ethiopian Pennants.svg ეთიოპიის იმპერია(1885-1889)[1]

სუდანის დროშა სუდანი მაჰდი
მეთაურები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ჩარლზ ჯორჯ გორდონი დაიღუპა ბრძოლაში

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ჰერბერტ კიტჩენერი
Flag of Italy (1861-1946) crowned.svg ორესტე ბარატიერი
Ethiopian Pennants.svg იოჰანეს IV დაიღუპა ბრძოლაში Flag of Italy (1861-1946) crowned.svg ჯუსეპე არიმონდი

მუჰამად აჰმადი
აბდ ალ-რაჰმან ალ-მაჰდი
რამდენიმე სხვა მრჩეველი, ამირები და ოფიცრები
დანაკარგები
~17,821 ~73,148+
Commons-logo.svg მაჰდისტების აჯანყება ვიკისაწყობში

მაჰდისტების აჯანყება1881-1898 წწ. ინგლისელ კოლონიზართა, ოსმალეთ-ეგვიპტის ხელისუფალთა და ადგილობრივ ფეოდალთა წინააღმდეგ აჯანყება სუდანში. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მაჰდი სუდანელი.

კონფლიქტის მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეამბოხეებმა 1883 წლის თებერვალში დაიკავეს კორდოფანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი – ელ-ობეიდი. იმავე წლის ნოემბერში გაანადგურეს ინგლისელი გენერლის ჰიქსის 10-ათასიანი არმია. 1885 წლის იანვარში აიღეს ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი – ხარტუმი. აჯანყების პროცესში შეიქმნა დამოუკიდებელი ფეოდალურ-თეოკრატიულ სახელმწიფო, რომელსაც მაჰდის გარდაცვალების შემდეგ, 1885 წლიდან სათავეში ჩაუდგა მაჰდის მემკვიდრე ხალიფა აბდ ალ-რაჰმან ალ-მაჰდი. მისი უახლოესი თანაშემწე იყო 4 ხალიფა, რომლებსაც ემორჩილებოდნენ პროვინციათა გამგებლები (ამირები). სახელმწიფოს შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მოსახლეობის მრავალი მძიმე გამოსაღებ-გადასახადი, სახელმწიფო მონოპოლიების (მონების გაყიდვა, სპილოს ძვლის ექსპორტი და ა.შ.) მოგება და სამხედრო ნადავლი. ხალიფა და სხვა თავკაცები შემოსავალს იღებდნენ ხაზინისგან, აგრეთვე თავიანთი მიწებიდანაც. ვითარდებოდა ვაჭრობა, ხელოსნობა, სკოლების და საგზაო მშენებლობა. მიწამოქმედთა და მეჯოგეთა ექსპლუატაციამ, სოციალურ წინააღმდეგობათა გამწვავებამ, ტომთა შორის შუღლმა დაასუსტა მაჰდისტების სახელმწიფო. 1896 წელს ინგლისელმა კოლონიზატორებმა მტაცებლური ომი წამოიწყეს მაჰდისტების სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც 1898 წელს სუდანზე მათი კოლონისტური ბატონობის აღდგენით დამთავრდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მხოლოდ 1885 წლიდან 1889 წლამდე