შინაარსზე გადასვლა

სტეფანე ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანე დავითის ძე ერისთავი (რუს. Степан Давыдович Эристов; დ. დაახლ. 1738 — გ. 24 იანვარი, 1804) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1800).

წარმომავლობით იყო არაგვის ერისთავთა საგვარეულოდან. მამამისი დავითი 1724 წელს ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლდა (მსახურობდა რუსეთის არმიაში, დაიღუპა ოჩაკოვის ალყისას 1737 წელს). სტეფანე ერისთავი ქართველ გრენადერთა პოლკში მსახურობდა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768-1774). 1778-1799 წლებში იყო უსტ-კამენეგორსკის ციხესიმაგრის (ახლანდ. ოსქემენი, ყაზახეთი) კომენდანტი. 1798 წელს მიიღო გენერალ-მაიორის, 1800 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება.