მკვლელობა (1956 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მკვლელობა“
ჟანრი ნუარი
დამდგმელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი
პროდიუსერი ჯეიმზ ჰარისი
სცენარის ავტორი სტენლი კუბრიკი
ნაწარმოები Clean Break
— ლაიონელ უაითი
ტექსტს კითხულობს არტ ჯილმორი
როლებში სტერლინგ ჰეიდენი
მუსიკა ჯერალდ ფრიდი
ოპერატორი ლუსიენ ბალარდი
მონტაჟი ბეტი სტაინბერგი
სტუდია Harris-Kubrick Pictures Corporation
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 20 მაისი 1956
ხანგრძლივობა 83 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $320 000

მკვლელობა (ინგლ. The Killing) — სტენლი კუბრიკის 1956 წლის ფილმი. ფილმში ერთ-ერთ მეორეხარისხოვან როლს ქართველი მოკრივე კოლა ქვარიანი ასრულებს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ვეტერანი დამნაშავე ჯონი კლეი გეგმავს უკანასკნელ ძარცვას, რის შემდეგაც აპირებს ნორმალურ ცხოვრებას მოეკიდოს და ცოლად ფეი მოიყვანოს. ის საკუთარ გეგმებს ფეის აცნობს. ის დოღის სალაროს გაძარცვას აპირებს. ჯონის თანამზრახველებიდან ერთ-ერთი, ჯორჯი, საიდუმლოს გაანდობს საკუთარ ცოლს, რათა ამ უკანასკნელს ასიამოვნოს. როდესაც ჯონის და მისი თანამზრახველები დეტალურად გაწერილი გეგმას განიხილავენ, ხმაურს გაიგებენ და აღმოაჩენენ, რომ მათ ჯორჯის ცოლი ფარულად უსმენდა. ისინი ჯორჯის ერთგულებაში ეჭვს შეიტანენ. ჯონი შერის გაფრთხილებას მისცემს. დოღის დროს ჯონის მიერ დაქირავებული მორისი არეულობას შექმნის, რათა დაცვის ყურადღება მიიპყროს. ასეთივე მიზნით დაქირავებული სნაიპერი ნიკი ესვრის დაწინაურებულ ცხენს, მაგრამ გაქცევის მცდელობისას მას დაცვა მოკლავს. ჯონი ამ დროს სალაროს დააყაჩაღებს. ჯონის თანამზრახველები ბინაში ელოდებიან, როდესაც მათ თავს ვალი და მისი მეგობარი დაესხმიან. ატყდება სროლა და ყველა კვდება, გარდა ჯორჯისა, რომელიც მძიმედ დაჭრილია. ჯორჯი სახლში მიდის და კლავს ცოლს, რომელმაც, როგორც აღმოჩნდება, გააგებინა ვალს ძარცვის შესახებ. ჯონი და ფეი კი გატაცებული ფულით თვითმფრინავში სხდებიან. ჩასხდომამდე, ბარგის გადატანისას, მათი ჩემოდანი სატვირთო მანქანიდან გადმოვარდება და ფულს ქარი წაიღებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]