შინაარსზე გადასვლა

სტაფილოკოკოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტაფილოკოკოზი — ყველა სახეობის ფრინველისა და ბოცვრის ინფექციური დაავადებები, რომლებსაც იწვევენ სტაფილოკოკები. რეგისტრირებულია ყველგან, სიკვდილიანობა ფრინველებში 90%-ს აღწევს, ბოცვრებში 50–70%-ია. სტაფილოკოკოზის სიმპტომებია: ფრინველებში — ართრიტები, ბურსიტები, ვეზიკულარული დერმატიტი, ფაღარათი, კვერცხდების შეწყვეტა; ბოცვრებში — სეფსისი, აბსცესები, მასტიტი. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. პროფილაქტიკა და ბრძოლის მეთოდები: ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვა სისტემური დათვალიერებით, დაავადებული ცხოველების იზოლაციით და შენობებისა და ინვენტარის დაუყოვნებელი დეზინფექციით.[1]

  1. Стафилококкоз // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 205.