ართრიტი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ართრიტი}} |
ართრიტი | |
---|---|
![]() | |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 15237 |
ICD-10 | M00.-M25. |
ICD-9 | 710-719 |
eMedicine | topic list |
MeSH | D001168 |
ართრიტი — დაავადებების კრებითი სახელი, რომელებიც გავლენას ახდენს სახსრებზე. ძირითადი სიმპტომები გამოიხატება სახსრების ტკივილსა და სიმაგრეში. დამატებით შესაძლოა სახეზე იყოს სიწითლე, გასივება, მოტორიკის შემცირება. ართრიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ჩნდება მწვავე ინფექციური ან ინფექციურ-ალერგიული დაავადებების გადატანის შემდეგ. დაზიანებული სახსრები სივდება, დეფორმირდება, ძალიან მტკივნეულია მოძრაობის დროს.
7-10 დღიანი მწვავე პროცესის შემდეგ ავადმყოფობა გადადის ქრონიკულში. ამ დროს ავადმყოფს უჭირს მოძრაობა. სტკივა სახსრები, რომლებიც ოდნავ შესიებულია.
მკურნალობა მოიცავს, სახსრების დასვენებას, ცივი და ცხელი კომპრესების მონაცვლეობას. წონაში კლება და ვარჯიში, ასევე შესაძლოა იყოს სასარგებლო. მედიკამენტოზური მკურნალობა დამოკიდებულია, ართრიტის სახეობასა და სიტუაციის სიმწვავეზე. შესაძლოა მკურნალობა ტკივილგამაყუცებლებით, მაგალითად იბუპრფენი ან პარაცეტამოლი. ზოგ შემთხვევაში სახსრის ოპერაცია შესაძლოა საჭირო იყოს.