შინაარსზე გადასვლა

სრულიად რუსეთის საბჭოების VI ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშათა, გლეხთა, კაზაკთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის VI (საგანგებო) ყრილობა (რუს. VI Всероссийский Чрезвычайный Съезд Советов Рабочих, Крестьянских, Казачьих и Красноармейских Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეექვსე ყრილობა, მიმდინარეობდა 1918 წლის 6-9 ნოემბერს მოსკოვში. ესწრებოდა 1296 დელეგატი, მათ შორის 963 გადამწყვეტი ხმით, 946 კომუნისტი, 16 სხვა პარტიების წევრი და 1 უპარტიო.

დღის წესრიგი: ოქტომბრის რევოლუციის წლისთავი (ვ. ლენინი); საერთაშორისო მდგომარეობა (ვ. ლენინი); სამხედრო მდგომარეობა (ლ. ტროცკი); საბჭოთა ხელისუფლების მშენებლობა ცენტრში, ღარიბკომები და საბჭოები ადგილებზე (გ. ზინოვიევი); სოციალისტური კანონიერების დაცვა (დ. კურსკი). სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.

ვ. ლენინმა თავის მოხსენებებში შეაჯამა ოქტომბრის რევოლუციის პირველი წლისთავის ძირითადი შედეგები, დასახა საშიანაო და საგარეო პოლიტიკის დარგში საბჭოთა მთავრობის მუშაობის პროგრამა. რეზოლუციაში „საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ“ ყრილობამ ხაზი გაუსვა რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალისტურ ქვეყნებში მზარდი რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის მიზნით საერთაშორისო ბურჟუაზიული ძალების კონსოლიდაციის ფაქტს და მიუთითა იმის აუცილებლობაზე, რომ სერიოზული ყურადღება მიქცეოდა წითელი არმიის განმტკიცებას; მიიღო მოწოდებებიაშშ-ის, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონისს მთავრობებისადმი წინადადებით — დაეწყოთ მოლაპარაკება ზავის დადების თაობაზე; მიიღო მისალმება ყველა ეროვნების მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მათი ბელადებისადმი, ვინც იბრძოდა სოციალიზმისათვის, წითელი არმიისა და მე-11 არმიის წითელარმიელთა და მეთაურთა მიმართ, რომლებიც იბრძოდნენ აღმოსავლეთის ფრონტზე, ქ. იჟევსკის აღებასთან დაკავშირებით. ჩრდილოეთის ოლქის ღარიბკომების ყრილობის წინადადებით მიიღეს დადგენილება „სოფლის ღარიბთა სანიმუშო პოლკების ორგანიზაციის შესახებ“. ყრილობამ აგრეთვე მიიღო დადგენილება „მინისტიის შესახებ“. რომლის თანახმადაც, საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებასთან დაკავშირებით, თავისუფლდებოდნენ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც არ იყვნენ პოლიიკურად საშიშნი.

ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის VI მოწვევის ცაკი 246 კაცის ოდენობით (207 წევრი და 39 კანდიდატი).