სრულიად რუსეთის საბჭოების IV ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და კაზაკთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის IV (საგანგებო) ყრილობა (რუს. IV Чрезвычайный Съезд Советов Рабочих, Солдатских, Крестьянских и Казачьих Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეოთხე ყრილობა, მიმდინარეობდა 1918 წლის 14-16 მარტს მოსკოვში. ესწრებოდა 1232 დელეგატი გადამწყვეტი ხმით, მათ შორის 795 ბოლშევიკი, 283 მემარცხენე ესერი, 21 მენშევიკი და სხვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: ბრესტის ხელშეკრულების რატიფიკაცია (მომხსენებელი ვ. ლენინი, თანამომხსენებელი მემარცხენე ესერთა ფრაქციიდან ბ. კამკოვი); დედაქალაქის გადატანა; ცაკის არჩევნები.

გ. ჩიჩერინის ინფორმაციის შემდეგ მოხსენებით გამოვიდა ვ. ლენინი, რომელმაც დაასაბუთა ბრესტის ხელშეკრულებების რატიფიკაცია, როგორც ოქტომბრის რევოლუციის შენარჩუნების გარანტი. ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ: კამკოვი (ესერი), ლ. მარტოვი (ესერ-მაქსიმალისტი) და სხვები. მოხსენებების შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა, რომელზეც რატიფიკაციას ხმა მისცა 784, წინააღმდეგი იყო —261 და თავი შეიკავა — 115 დელეგატმა. სხვადასხვა მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 84 დელეგატმა. კენჭისყრის შემდეგ ესერებმა გააკეთეს განცხადება მთავრობიდან გასვლის თაობაზე. ყრილობაზე გამოაცხადეს უკრაინის საბჭოების ცაკისა და საბჭოთა ორგანიცაციების დელეგატების დეკლარაცია ბრესტის ხელშეკრულების რატიფიკაციის მოწონების შესახებ. ყრილობამ დაამტკიცა ცაკის გადაწყვეტილება 1918 წელს დედაქალაქი პეტროგრადიდან მოსკოვში გადატანის შესახებ.

ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის IV მოწვევის ცაკი 207 კაცის შემადგენლობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]