აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით გაუქმებულია
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით გაუქმებულია
=== სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ===
[[ფაილი:Skhvitori.jpg|მინი|მარცხნივ|200პქ|აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში]]
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, [[1859]] წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო [[1860]] წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მეუტანა აქანა. ვსო ეგია მეტი ხოარაფერი.
 
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“]] დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, [[ქართული დრამატული საზოგადოება|ქართული დრამატული საზოგადოების]] შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ ([[1897]]-[[1900]]) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს [[ხუმარა (გაზეთი)|„ხუმარა“]], რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო ([[1907]]). [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძესთან]] ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ