ანაფორა (სამოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:Eastern Orthodox man in Jerusalem by David Shankbone.jpg|მინი|ანაფორით შემოსილი სასულიე...
 
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:


ანაფორა სიმბოლურად გამოხატავს სინანულსა და მორჩილებას. სამოსლის სახელწოდება მიუთითებს, რომ მისი მატარებელი უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს.
ანაფორა სიმბოლურად გამოხატავს სინანულსა და მორჩილებას. სამოსლის სახელწოდება მიუთითებს, რომ მისი მატარებელი უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს.

ანაფორას რამდენიმე, თემატურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობით გამოიყენებენ:
*ევქარისტიული მსხვერპლის ([[პური]]სა და [[ღვინო|ღვინის]]) მომზადებას [[ჟამისწირვა|ჟამისწირვისთვის]];
*საიდუმლო ლოცვა, რომელიც იკითხება ჟამისწირვის დროს. მაგალითად, „[[ბასილი დიდი]]ს ანაფორა“, „[[იოანე ოქროპირი]]ს ანაფორა“ და სხვა;
*ზოგჯერ ეწოდება „დიდ ცას“, [[დაფარნა|დიდ დაფარნას]], რომლითაც იბურება [[ბარძიმი]] და [[ფეშხუმი]] [[სამსხვერპლო]]დან [[ტრაპეზი|ტრაპეზზე]] საუფლო ძღვენის გადატანისას;

*ევქარისტიული კანონი, რომელიც [[ლიტურგია|ლიტურგიის]] ძირითად ნაწილს წარმოადგენს და „[[მრწამსი]]ს“ გალობის შემდეგ იწყება. ამ შემთხვევაში, ანაფორის ძირითადი ნაწილია წმინდა ძღვენის აღმართვა ტრაპეზიდან.

დღეს, საქართველოში, სასულიერო პირები ყოველდღიურ შესამოსლად ძირითადად კაბას იყენებენ, მის ზემოთ კი უსახელო მოსაცმელებს, ჟილეტებს ხმარობენ.

12:13, 27 აპრილი 2020-ის ვერსია

ანაფორით შემოსილი სასულიერო პირი იერუსალიმში.

ანაფორა (ბერძ. ράσον - გაქუცული, მონაზვნის გარე სამოსი) — მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო სახელოებიანი, ზემოდან მოსაცმელი, თხელი ან დათბილული, შავი შალის ნაჭრის სამოსი. ანაფორა ბერძნული სიტყვაა და გაფხეკილ, გაცრეცილ, ფერდაკარგულს ნიშნავს. ასეთი ღარიბული სამოსი ეცვათ ძველად ბერ-მონაზვნებს, შემდეგ კი მთელ სამღვდელოებას. მღვდელმსახური წირვის დაწყებამდე იხდის ანაფორას და იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით. ძველად ანაფორას მსგავს სამოსს ჩოხა ერქვა. მის მატარებელს კი ჩოხოსანს უწოდებდნენ. ჩოხის ჩაცმა ან მისი კურთხევა ბერად შედგომას ნიშნავდა.

ანაფორა სიმბოლურად გამოხატავს სინანულსა და მორჩილებას. სამოსლის სახელწოდება მიუთითებს, რომ მისი მატარებელი უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს.

ანაფორას რამდენიმე, თემატურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობით გამოიყენებენ:

  • ევქარისტიული კანონი, რომელიც ლიტურგიის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და „მრწამსის“ გალობის შემდეგ იწყება. ამ შემთხვევაში, ანაფორის ძირითადი ნაწილია წმინდა ძღვენის აღმართვა ტრაპეზიდან.

დღეს, საქართველოში, სასულიერო პირები ყოველდღიურ შესამოსლად ძირითადად კაბას იყენებენ, მის ზემოთ კი უსახელო მოსაცმელებს, ჟილეტებს ხმარობენ.