ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ვიკი}}
 
'''ოკრიბა''' — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი]]ს ნაწილი ([[ტყიბულის რაიონი]]). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია [[XI საუკუნე]]ში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია მისი მეგრული სიტყვა „ოკრიბიდან“ (რაც ნიშნავს „საბატკნე–საკრავე“) წარმოშობა. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. [[რიონი]], ჩრდილოეთით, [[რაჭა|რაჭიდან]] – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, [[ლეჩხუმი]]დან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით [[არგვეთი]]ს მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი [[ქვის ხანა|ქვის ხანიდანაა]] დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო [[აზნაური|აზნაურებს]] ეკუთვნოდა. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის]] [[ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]], [[მოწამეთა]] და სხვ.
გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ოკრიბაში მიგრირებული მოსახლეობის წარმოდგენილი რეალობის ფონზე რეგიონში გავრცელებულ გვარსახელთა სუფიქსების მიახლოებითი პროცენტული მიმართება ასეთ სურათს იძლევა: -ძე სუფიქსით ბოლოვდება დაახლოებით 3,42%; -შვილი სუფიქსით 1,25%; -ვა სუფიქსით 0,04%; -უა სუფიქსით 0,015%; -ია სუფიქსით 0,23%; -ში სუფიქსით 0,015%; -იან სუფიქსით 0,02%; -ოვან სუფიქსით 0,03%; -ოვ სუფიქსით 0,07%. ოკრიბაში ფუძეგაუფორმებელი გვარების დაახლოებით 0,09% მკვიდრობს.
 
== წყარო ==
 
''ვახუშტი''. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4, თბილისი, 1973.
 
== ლიტერატურა ==
*''ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით''. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003.
*''სოსელია ო''. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური ისტორიიდან. ტ. 1, –თბილისი, 1973
*''ვახუშტი''. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4, თბილისი, 1973.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
*[http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1276 ოკრიბა იმერეთის მხარის ვებგვერდზე]
 
== სქოლიო ==
 
{{სქოლიო}}
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]

სანავიგაციო მენიუ