სოხოისტის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სოხოისტის ბრძოლა — ბრძოლა საქართველოს და ოსმალეთის ლაშქარს შორის. გაიმართა 1545 წელს.[1] ქარაღაქის ბრძოლაში (1543) იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა გადაწყვიტეს ხელახლა ელაშქრათ სამცხე-საათაბაგოში, ბაგრატ III-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს და გურიისა და ოდიშის მთავრებს. ამ უკანასკნელმა ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-ქართლისა და გურიის გაერთიანებული ლაშქარი ბასიანისაკენ გაემართა, სადაც დაბანაკებული იყო ოსმალთა ჯარი. ბრძოლა გაიმართა სოხოისტასთან. მეწინავეობა ქართლის ჯარს დაეკისრა, ამით განაწყენებულმა მესხებმა მიატოვეს ბრძოლის ველი. ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა. ქართველები დამარცხდნენ. სოხოისტის ბრძოლის შედეგად იმერეთ-სამცხე-საათაბაგოს ერთიანი სახელმწიფოს არსებობას ბოლო მოეღო (მურჯახეთის ბრძოლა 1535). ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი სამხრეთ საქართველოში, რასაც შემდეგ მისი სრული დაპყრობა მოჰყვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L, გვ. 162. ISBN 978-9941-19-586-0.