რილა
რილა | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°06′00″ ჩ. გ. 23°33′00″ ა. გ. / 42.10000° ჩ. გ. 23.55000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | მუსალა |
სიმაღლე | 2925 მ |
რილა, რილა-პლანინა (ბულგ. Рила, Рила-Планина) — მთის მასივი ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; უმაღლესია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. სიმაღლე 2925 მ-მდე (მთა მუსალა). უმთავრესად აგებულია ძველი კრისტალური და მეტამორფული ქანებით. დამახასიათებელია წვეტიანი მწვერვალები, რელიეფის მყინვარული ფორმები, ტბები. მასივიდან სათავეს იღებენ მდინარეები: ისკირი, მარიცა, მესტა. კალთები შემოსილია მუხის, წიფლისა და წიწვოვანი ტყით, 2000-2100 მ-ის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. განვითარებულია ხე-ტყის დამუშავება, საძოვრო მესაქონლეობა. არის მინერალური წყაროები, არქიტექტურული ძეგლები. კურორტები, ტურიზმი, ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი. მასივის დიდი ნაწილი უკავია ეროვნულ პარკს. სამხრეთ-დასავლეთ განშტოებებზეა X საუკუნის რილის მონასტერი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 390.