სოკოლ ციკალეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოკოლ ციკალეში
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
27 ივლისი, 1990.
დაბადების
ადგილი
კავაჯე, ალბანეთი.
სიმაღლე 1.87
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კონიასპორი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
2002-2008 კავაჯეს ბესა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007-2013 კავაჯეს ბესა 57 (11)
ეროვნული ნაკრები
2008 ალბანეთის 19 წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 (0)
2009 ალბანეთის 20 წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 (0)
2009-2011 ალბანეთის 21 წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 (1)
2014- ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 58 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22:37, 5 მარტი, 2024 (UTC)
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23:47, 17 ნოემბერი, 2024 (UTC)

სოკოლ ციკალეში(დ. 27 ივლისი, 1990) — ალბანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე, ამჟამად თურქულ საფეხბურთო კლუბ კონიასპორსა და ალბანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

მისი დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში 2007 წელს შედგა, 17 წლის ასაკში, მან მშობლიურ კლუბ ბესაში დაიწყო თამაში, შემდეგ კი იჯარით წავიდა სკანდერბეუში, ტირანასა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო კლუბში, ინჩხონის იუნაიტედში 2011-2012 წლებში. 2013 წელს ის შეუერთდა კუკშის და 2013-14 სეზონზე 22 გოლის გატანა მოახერა, პარალელურად მან მიიპყრო ალბანეთის ეროვნული ნაკრების ყურადღება. ამ პერიოდში მისით ხორვატიის კლუბი RNK Split დაინტერესდა, რომელმაც 2014 წელს ციკალეში 100,000 ევროდ შეისყიდა. ის იყო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 2014-15 წლების სეზონში, მან ყველა ტურნირზე ჯამში 13 გოლი გაიტანა, შემდეგ კი იგი თურქულ კლუბ İstanbul Başakşehir-ს შეუერთდა 2015 წელს, კლუბმა სოკოლის სანაცვლოდ 1,8 მილიონი ევროს გადაიხადა.

ალბანელი ფეხბურთელი, ციკალლეში, არისალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ყვეალაზე მეტად აქტიური მოთამაშე, მას 13 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირთა შორის, არმანდო სადიკუსთან ერთად და მე-4 ადგილზეა საერთო რეიტინგში. იგი ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ახალგაზრდული ნაკრების წარმომადგენელი გახლდათ 21 წლამდე, აქ მან 4 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. იგი ალბანეთის ნაკრებში პირველად გამოძახებული იქნა ჯანი დე ბიასის მიერ და მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 31 მაისს რუმინეთის წინააღმდეგ, ამდროისთვის ის უკვე ეროვნული ნაკრების რეგულარულ წევრად ითვლებოდა. სანაკრებო კარიერაში მას 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, იგი ასევე ასპარეზობდა უეფას ევრო 2016-ზე.

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციკალეში არის მრავალმხრივი შემტევი მოთამაშე, რომელიც ცნობილია თავისი გოლის გატანის უნარითა და საჰაერო ორთაბრძოლების ოსტატობით. მას აქვს ძალიან ძლიერი კონტაქტი ბურთზე და შეუძლია ძლიერი დარტყმა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით განახორციელოს. ციკალეში ძალიან ძლიერი მოთამაშეა ჰაერში და იგი ხშირად განიხილება როგორც საჰაერო საფრთხე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 12 ოქტომბერს, ციკალეში გახდა მამა, როდესაც მისმა მეუღლემ წყვილის პირველი შვილი, მის შემთხვევაში კი ქალიჩვილი გააჩინა, სახელად რაჯნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: