სმბატ II აშოტიანი
სმბატ II აშოტიანი | |
---|---|
Սմբատ Բ Աշոտյան | |
სიუნიქის სამეფოს მე-3 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1040 |
მმართ. დასასრული: | 1044 ან 1051 |
წინამორბედი: | ვასაკი |
მემკვიდრე: | გრიგორ I აშოტიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1044 ან 1051 |
დინასტია: | სიუნის დინასტია |
სმბატ II აშოტიანი (სომხ. Սմբատ Բ Աշոտյան; დ. უცნობია — გ. 1040 ან 1051) — სიუნიქის სამეფოს მესამე მეფე 1040-1044 ან 1051 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სმბატი მიეკუთვნებოდა ცხუკის მთავარ, აშოტიანთა გვარს. დედის ხაზით იგი ვასაკის შვილიშვილი იყო, რომლის სამეფო კარზეც ეწეოდა მოღვაწეობას და მიიღო სამეფო ტახტი, რადგანაც ვასაკს არ ჰყავდა ვაჟი.
1040 წელს სმბატმა 2 000-იანი არმიით ილაშქრა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში. დვინის შედადიანმა ემირმა აბუ-ლ ასვარმა მის დამხობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1044 წლისთვის მნიშვნელოვნად დასუსტდა ბაგრატუნების სომხეთი. მუსულმანური საემიროების ლაშქრობების შედეგად განადგურდა სიუნიქის სასულიერო-კულტურული ცენტრი ტათევი. სმბატ II აშოტიანმა მოახერხა ქვეყნის გათავისუფლება, რის შემდეგაც ქვეყანამ მნიშვნელოვან აღმავლობას მიაღწია.
სმბატ II-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრე გახდა მისი ძმა გრიგორ I აშოტიანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიუნიქის სამეფო — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)