სმბატ I საჰაკიანი
| სმბატ I საჰაკიანი | |
|---|---|
| Սմբատ Ա Սահակյան | |
| სიუნიქის სამეფოს 1-ლი მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 987 |
| მმართ. დასასრული: | 998 |
| წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
| მემკვიდრე: | ვასაკი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | უცნობია |
| გარდ. თარიღი: | 998 |
| მეუღლე: | შაანდუხტი |
| შვილები: | ვასაკი, სევადა |
| დინასტია: | სიუნის დინასტია |
| მამა: | საჰაკი |
სმბატ I საჰაკიანი (სომხ. Սմբատ Ա Սահակյան; დ. უცნობია — გ. 998) — სიუნიქის სამეფოს პირველი მეფე 987-998 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავად საჰაკის შვილი და აშოტ სიუნის შვილიშვილი. 963 წლიდან ცხუკისა და ბალკის თავადია, ხოლო 976-980 წლებს შორის გახდა სიუნიქის თავადი. 987 წელს ისარგებლა ანისის სამეფოს დასუსტებით და გამოაცხადა სიუნიქის სამეფოს დამოუკიდებლობა. სმბატ I-მა ჩამოაყალიბა ახალი სამეფოს სახელმწოფოებრივი სტრუქტურა, დააარსა სასამართლო, მოახდინა არმიის ფორმირება, ააშენა და გაამაგრა ციხესიმაგრეები.
988 წლიდან ვასალურ დამოკიდებულებაშია ანისის სამეფოსთან. 991-992 წლებში ანისის მეფეგაგიკ I-მა დაიპყრო სმბატ I-ის სამეფოს ნაწილი: ვაიოცძორი, ჩაჰუკი და ცხუკი. ამის შემდეგ სიუნიქის მეფის ძალაუფლება ვრცელდებოდა მხოლოდ სამეფოს სამხრეთ ნაწილში. სანაცვლოდ სმბატ I-მა გოლტნის საემიროსაგან დაიბრუნა ერნჯაკი.
სმბატ I გარდაიცვალა 998 წელს. მისი შემცვლელი გახდა მისი შვილი ვასაკი. დაკრძალულია ტათევის მონასტერში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიუნიქის სამეფო — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)