გრიგორ I აშოტიანი
იერსახე
| გრიგორ I აშოტიანი | |
|---|---|
| Գրիգոր Ա Աշոտյան | |
| სიუნიქის სამეფოს მე-4 მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1044 ან 1051 |
| მმართ. დასასრული: | 1072 ან 1084 |
| წინამორბედი: | სმბატ II აშოტიანი |
| მემკვიდრე: | სენექერიმი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | უცნობია |
| გარდ. თარიღი: | 1072 ან 1084 |
| დინასტია: | სიუნის დინასტია |
| რელიგია: | ქრისტიანობა |
გრიგორ I აშოტიანი (სომხ. Գրիգոր Ա Աշոտյան; დ. უცნობია — გ. 1072[1] ან 1084) — სიუნიქის სამეფოს მეოთხე მეფე 1044/1051—1072/1084 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრიგოლი გახდა თავისი ძმის სმბატ II აშოტიანის მემკვიდრე. განამტკიცა ურთიერთობა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოსთან. 1046 წელს გრიგოლისა და ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I უმიწაწყლოს ერთიანმა ჯარმა მოიგერია დვინის ამირის აბუ-ლ ასვარის შემოტევა.
არ ჰყავდა მემკვიდრე[2] და სამეფო ტახტი გადასცა უფროს ცოლის ძმას სენექერიმს, რომელიც ხაჩენის სამთავროდან იყო წარმოშობით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Г. Григорян. Царство Сюник (X—XII вв) // Ист.-филол. журн.. — 2006. — № 2. — გვ. 144. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-30. ციტირების თარიღი: 2015-08-27.
- ↑ Вардан Великий. Часть 3 // Всеобщая история Вардана Великого.. — М., 1861. — გვ. 128-129.