გრიგორ II სენექერიმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგორ II სენექერიმიანი
Գրիգոր Բ Սենեքերիմյան
სიუნიქის სამეფოს მე-5 მეფე
მმართ. დასაწყისი: 1096, 1103 ან 1105
მმართ. დასასრული: 1166
წინამორბედი: სენექერიმი
მემკვიდრე: ჰასან ხაჩენცი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1166
დინასტია: სიუნის დინასტია
რელიგია: ქრისტიანობა

გრიგორ II სენექერიმიანი (სომხ. Գրիգոր Բ Սենեքերիմյան; დ. უცნობია — გ. 1166[1]) — სიუნიქის სამეფოს მეხუთე მეფე. სხვადასხვა მონაცემებით მისი გამეფების თარიღია 1096, 1103 ან 1105 წლები[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლმა სამეფო ტახტზე შეცვალა საკუთარი მამა სენექერიმი. მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა მხოლოდ სიუნიქის სამხრეთ ტერიტორიაზე. გრიგორ II-ის მმართველობის დოს ქვეყანა მნიშვნელოვნად შესუსტდა. განჯის სელჩუკმა ამირამ დაიპყრო ქვეყნის რამდენიმე ციხესიმაგრე. იმის გამო, რომ მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავდა მემკვიდრედ დანიშნა თავისი შვილის კატას და ხაჩენის სამთავროს მთავრის, ვახტანგის შვილი ჰასან ხაჩენცი, რომელიც ქვეყანას მართავდა გრიგორ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Г. Григорян. Царство Сюник (X—XII вв) // Ист.-филол. журн.. — 2006. — № 2. — გვ. 144. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-30. ციტირების თარიღი: 2015-08-28.
  2. V. Minorsky. Studies in Caucasian History. — CUP Archive, 1953. — გვ. 74