სლობოდან იოვანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლობოდან იოვანოვიჩი
სლობოდან იოვანოვიჩი
სლობოდან იოვანოვიჩის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია უროშ პრედიჩის მიერ, 1931 წელი
იუგოსლავიის XV პრემიერ მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 იანვარი, 1942 – 26 ივნისი, 1943
წინამორბედიდუშან სიმოვიჩი
მემკვიდრემილოშ ტრიფუნოვიჩი

დაბადებული3 დეკემბერი, 1869
ნოვი-სადი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია (დღევანდელი სერბეთი)
გარდაცვლილი12 დეკემბერი, 1958 (89 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნებასერბი, იუგოსლავი
მამავლადიმირ იოვანოვიჩი
პროფესიაიურისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

სლობოდან იოვანოვიჩი (სერბ. Слободан Јовановић / Slobodan Jovanović; დ. 3 დეკემბერი, 1869, ნოვი-სადი — გ. 12 დეკემბერი, 1958, ლონდონი) — სერბი და იუგოსლავი მწერალი, ისტორიკოსი, იურისტი, ფილოსოფოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, დიპლომატი, პოლიტიკოსი და მისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტელექტუალი. ის იყო ფროფესორი ბელგრადის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე (1897—1940), ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი (1913–1914 და 1920–1921 წლები) და სერბეთის სამეფო აკადემიის პრეზიდენტი (1928–1931). მან მონაწილეობა მიიღო 1919 წელს გამართულ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც იუგოსლავიის მთავრობის ექსპერტმა.[1]

იოვანოვიჩი იყო ვიცე პრემიერ მინისტრი (1941 წლის მარტი1942 წლის ივნისი) და იუგოსლავიის სამეფოს გაქცეული მთავრობის პრემიერ მინისტრი ლონდონში 1942 წლის იანვრიდან 1943 წლის ივნისამდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის ახალმა, კომუნისტურმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იოვანოვიჩი სიცოცხლის ბოლომდე ლონდონში ცხოვრობდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლობოდან იოვანოვიჩ დაიბადა ნოვი-სადში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში (დღევანდელი სერბეთი), 1869 წლის 3 დეკემბერს, პოლიტიკოსი ვლადიმერ იოვანოვიჩისა და მისი მეუღლის, ელენას ოჯახში.[2] გავრცელებული ინფორმაციით, იოვანოვიჩი იყო პირველი სერბი მამაკაცი, რომელსაც „სლობოდანი“ (სერბულიდან ითარგმნება როგორც „თავისუფლება“) დაარქვეს. მშობლებმა მის დას პრავდა („სამართალი“) დაარქვეს.[3] მან განათლება მიიღო ბელგრადში, მიუნხენში, ციურიხსა და ჟენევაში, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. 1890-1892 წლებში მან დაასრულა ასპირანტურა საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებების განხრით პარიზში, მოგვიანებით კი შეუერთდა სერბეთის საგარეო სამსახურს. 1893 წელს იოვანოვიჩი დაინიშნა პოლიტიკურ ატაშედ და სერბული მისიით გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.[4][5] ამ პერიოდში სლობოდანმა დაიწყო წერა და თავის ლიტერატურულ კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა ქვეყნის სხვადასხვა პუბლიკაციებში.

საბოლოოდ მან დატოვა დიპლომატიური სამსახური და გადაწყვიტა აკადემიური და ლიტერატურული საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი. ამავე პერიოდში ის გახდა რამდენიმე ცნობილი გაზეთის წარმომადგენელი და ლიტერატურული კრიტიკოსი.[6] 1897 წელს ის დაინიშნა ბელგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის თანამდებობაზე.[7]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლობოდან იოვანოვიჩი დაჯილდოებულია ოსმანიეს ორდენითა და წმინდა საბას სახელობის ორდენით.[8]

სერბეთში ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიბერალად[9] და პოლიტიკურ მოაზროვნედ ითვლება.[10] მისი ნამუშევრები არაერთ იდეაზეა მორგებული, მათ შორისაა მაკიაველისა და პლატონისტების იდეები სახელმწიფოს შესახებ, რომლებიც დღესაც აქტუალურია.[11]

იოვანოვიჩი 5000 სერბული დინარის ღირებულების ბანკნოტზე
იოვანოვიჩი 2019 წელს გამოცემულ სერბულ საფოსტო ბარათზე

სერბეთის წამყვანმა ჟურნალმა, „პოლიტიკამ“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სლობოდანზე განაცხადა, რომ „მისი სახელი დღემდე ჩვენი კულტურის უმაღლესი მწვერვალია“.[12]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი შეგროვებული ნამუშევრები 1939–1940 წლებში 17 ტომად გამოიცა. მასში მოცემულია სამოცი წლის განმავლობაში მისი, როგორც მწერლის, პროფესორისა და პოლიტიკოსის მუდმივი კვლევების შედეგები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია XX საუკუნის პირველი ნახევრის ბალკანეთის ნახევარკუნძულის ისტორიისთვის. ნაშრომების საშუალებით ბევრ რამეს ვიგებთ ავტორის შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ოფიციალურად არ იყო აკრძალული, კომუნისტურ იუგოსლავიაში 1980-იანი წლების ბოლო პერიოდამდე მისი შემოქმედების ამსახველი წიგნების გამოცემა არ ხდებოდა. მისი შემოქმედების საბოლოო, შეგროვებული ვერსია 12 ტომად ბელგრადში 1991 წელს გამოიცა.

2003 წლიდან სლობოდან იოვანოვიჩის პორტრეტი გამოჩნდა 5000 სერბული დინარის ღირებულების ბანკნოტებზე, ხოლო მისი ბიუსტი ბელგრადის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წინ განთავსდა. მისი ოფიციალური რეაბილიტაცია ჩატარდა 2007 წლის 26 ოქტომბერს ბელგრადის სასამართლოს მიერ.[13][14] 2010 წლის 10 დეკემბრიდან ბელგრადის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წინ მდებარე პლატო იოვანოვიჩის სახელს ატარებს.[15]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (2005) Histoire du peuple serbe. Lausanne: L’Age d’Homme. ISBN 9782825119587. 
  • Petrovich, Michael Boro (1984). „Slobodan Jovanović“ (PDF). Serbian Studies. NASSS. 3 (1–2). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-08-10. ციტირების თარიღი: 2021-12-23.
  • Александар Павковић (2008). Слободан Јовановић: један несентименталан приступ политици. Правни факултет Универзитета у Београду. ISBN 978-86-7549-779-0. 
  • Небојша Поповић (2003). Слободан Јовановић и југословенска држава. Institut za savremenu istoriju. ISBN 9788674030752. 
  • Branimir Garić (1993). Слободан Јовановић у емиграцији: разговори и записи. Новинско-издавачка установа Службени лист СРЈ. 
  • Britannica'
  • Dimitrije Djordjevic (1973). «Historians in Politics: Slobodan Jovanovic». Journal of Contemporary History 8 (1): pp. 21–40.
  • Milan Milošević. (1 November 2007) Rehabilitacija Slobodana Jovanovića sr. Vreme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 19 მაისი 2021.
  • Milosavljević Boris (2010). „Liberal and conservative political thought in nineteenth-century Serbia Vladimir Jovanović and Slobodan Jovanović“. Balcanica. 41 (41): 131–153. doi:10.2298/BALC1041131M.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pattaro, Enrico; Roversi, Corrado (13 July 2016) A Treatise of Legal Philosophy and General Jurisprudence: Volume 12 Legal Philosophy in the Twentieth Century: The Civil Law World, Tome 1: Language Areas, Tome 2: Main Orientations and Topics. ISBN 9789400714793. 
  2. Milosavljević, Boris. SLOBODAN JOVANOVIĆ: THEORY (СЛОБОДАН ЈОВАНОВИЋ. ТЕОРИЈА) (en). 
  3. Prvi Slobodan u Srba sr-Latn. ციტირების თარიღი: 26 September 2019
  4. Milosavljević, Boris. „Slobodan Jovanović in the Ministry of Foreign Affairs (1892–1897) I – 'Propaganda' and Serbian Legation at Constantinople (Serbian, 2015)“. Zbornik Matice Srpske Za Istoriju 92 (2015), 39–59. (ინგლისური).
  5. Milosavljević, Boris. „Slobodan Jovanović in the Ministry of Foreign Affairs (1892–1897) II – Chief of 'Propaganda' (Serbian 2016)“. Zbornik Matice Srpske Za Istoriju 93 (2016), 7–31. (ინგლისური).
  6. Milosavljević, Boris. „Slobodan Jovanović and Political and Literary Magazines Red [The Order], Srpski pregled [The Serbian Review] and Srpski književni glasnik [Serbian Literary Herald] (Serbian: 2011)“. Književna istorija (ინგლისური).
  7. Milosavljević, Boris. „Slobodan Jovanović in the Ministry of Foreign Affairs (1892–1897) I – 'Propaganda' and Serbian Legation at Constantinople (Serbian, 2015)“. Zbornik Matice Srpske Za Istoriju 92 (2015), 39–59. (ინგლისური).
  8. Milosavljević, Boris. „Slobodan Jovanović in the Ministry of Foreign Affairs (1892–1897) II – Chief of 'Propaganda' (Serbian 2016)“. Zbornik Matice Srpske Za Istoriju 93 (2016), 7–31. (ინგლისური).
  9. Janković, Ivan. Filozofska kontrarevolucija Edmunda Berka – Katalaksija en-US. ციტირების თარიღი: 2021-03-01[მკვდარი ბმული]
  10. Milosavljević, Boris. „Liberal and Conservative Political Thought in Nineteenth-Century Serbia – Vladimir Jovanović and Slobodan Jovanović (English: 2011)“. Balcanica (ინგლისური).
  11. Milosavljević, Boris. „Politics and Morality in Slobodan Jovanović's Theory of State (Serbian: 2011)“. Anali Pravnog Fakulteta U Beogradu 59 (2011), 273–293. (ინგლისური).
  12. "Sedamdeset godina zivota gospodina Slobodana Jovanovica" [Seventy years of the life of Mr. Slobodan Jovanovic], Politika, 4 December 1939, p. 9.
  13. Rehabilitacija Slobodana Jovanovića. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 September 2019
  14. Rehabilitovan Slobodan Jovanović sr-Latn-RS. ციტირების თარიღი: 26 September 2019
  15. М. Четник (10 December 2011). „Slobodan Jovanović sahranjen u otadžbini“. Politika. ციტირების თარიღი: 20 May 2012.