სიუზენ ბირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიუზენ ბირი

ბირი 2013 წელს
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1960 (1960-04-15) (64 წლის)
კოპენჰაგენი, დანია
ალმა-მატერი ხელოვნების და დიზაინის ბეზალელის აკადემია,
ლონდონის არქიტექტურული ასოციაცია,[1]
დანიის ეროვნული კინოსკოლა
საქმიანობა
  • რეჟისორი
  • სცენარისტი
  • პროდიუსერი
აქტიური 1991-დღემდე

სიუზენ ბირი (დ. 15 აპრილი, 1960) — დანიელი კინორეჟისორი. ცნობილია თავისი ფილმებით: „ძმები“ (2004), „ქორწილის შემდეგ“ (2006), „უკეთეს სამყაროში“ (2010) და Bird Box (2018) და სატელევიზიო მინისერიალებით The Night Manager (2016) , The Undoing (2020) და The First Lady (2022). ბირი პირველი ქალი კინორეჟისორია, რომელსაც ოქროს გლობუსი, პრაიმტაიმ ემი და ევროპული კინოჯილდო ერთდროულად აქვს მოპოვებული.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირი 1960 წლის 15 აპრილს კოპენჰაგენში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, რუდოლფ სოლომონ ბირი, გერმანიიდან დანიაში 1933 წელს, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ემიგრირდა; ხოლო სიუზანის დედის ოჯახი, რუსეთიდან დანიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში მზარდი ანტისემიტიზმის გამო ემიგრირდა. 1943 წელს ბირის მშობლების ოჯახები ძირითადად დანიელ ებრაელებთან ერთად, დანიიდან შვედეთში გაფრინდნენ, რათა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტაციას გაქცეოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ ისინი დანიაში დაბრუნდნენ. ჰოლოკოსტის შედეგებმა ბირის მშობლები აიძულა, რომ შვილებისთვის მტკიცე მორალური ღირებულებები და პრინციპები ჩაენერგათ. მოგვიანებით, ადამიანური გამძლეობა და ღირსება ბირის შემოქმედებით ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.[2]

სასკოლო განათლება ბირმა ნილს სტინსენსის გიმნაზიაში მიიღო. ზრდასრულობაში მიცემულ ინტერვიუებში იგი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში სოციალური უნარების ნაკლებობას განიცდიდა და თანატოლებთან ურთიერთობას წიგნების კიტხვა ერჩივნა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბირმა გადაწყვიტა თავის ებრაულ ფესვებს დაბრუნებოდა და ამიტომ უმაღლესი განათლების მიღება იერუსალიმში, ხელოვნებისა და დიზაინის ბეზალელის აკადემიაში გადაწყვიტა. მოგვიანებით იგი ლონდონში არქიტექტურას სწავლობდა, საბოლოოდ კი სამშობლოში დაბრუნდა და 1987 წელს დანიის ეროვნული კინოსკოლა დაამთავრა.[3] მისმა სადიპლომო ნამუშევარმა De Saliges (1987) მიუნხენის კინოსკოლის ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა მუსიკალური კლიპების, რეკლამებისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღების შემდეგ ბირისთვის სამშობლოში კარიერულ გარღვევად 1999 წლის ფილმი „ერადერთი და განუმეორებელი“ იქცა. ესაა რომანტიკული კომედია, რომელიც ცხოვრების წარმავლობასა და არამდგრადობაზე მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლში პაპრიკა სტინი გვევლინება, რომელთანაც ბირმა შემდგომში არაერთხელ ითანამშრომლა. ფილმმა არაერთი დანიური კინოჯილდო მოიპოვა და დღემდე ქვეყანაში წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმად რჩება.

2000 წელს ბირმა გადაიღო კომედია „ერთხელ ცხოვრებაში“, რომლის პერსონაჟებადაც რიგითი დანიელი ადამიანები გვევლინებიან. ბირის შემოქმედებას საერთაშორისო ყურადღება და აღიარება მოუტანა 2002 წლის ფილმმა „Open Hearts“ (2002), რომელიც მან ანდერს ტომას ჯენსენთან თანასცენარისტობით შექმნა. ფილმი ურთიერთდაკავშირებული ტრაგედიებით ადამიანების განადგურებული ცხოვრების მტკივნეულ კვლევას გვთავაზობს. იგი დოგმა 95-ის მანიფესტის ტექნიკური რეგულაციებითაა გადაღებული და მასში რეჟისორის სტილის მინიმალიზმისკენ გადახრა იგრძნობდა. ფილმმა პირს 2002 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსთა ჯილდო მოუტანა. დაჯილდოებისას აღნიშნეს „ის ფაქტი, რომ დოგმა იქცა ძლიერ კინემატოგრაფიულ ენად, რომელიც მისი პერსონაჟების ცხოვრებაში უკიდურესად მტკივნეული ტრამვის მიერ მიყენებული რეალური ემოციებისგან გათავისუფლებას ოსტატურად ასახავს.“

მომდევნო პერიოდში ბირის რეპუტაციის აღმასვლა გრძელდება ფილმებით Brødre (ძმები, 2004) და Efter Brylluppet (ქორწილის შემდეგ, 2006). ეს უკანასკნელი 2007 წელს წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. თავისი პირველი ამერკული ფილმის Things We Lost in the Fire (2008) გადაღების შემდეგ, რომელშიც მთავარ როლებს ბენისიო დელ ტორო და ჰოლი ბერი ასრულებენ, ბირმა მოიპოვა ოსკარი და ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ფილმისთვის „უკეთეს სამყაროში“ (2010).[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Susanne Bier. Denmark.dk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 5 August 2013
  2. Bloom, Nate (18 February 2011). „Jewish Stars 2/18“. Cleveland Jewish News. ციტირების თარიღი: 5 January 2018.
  3. Wood, Jason (2006). Talking Movies: Contemporary World Filmmakers in Interview. Wallflower Press, გვ. 3. ISBN 978-1-904764-90-8. 
  4. Oscar-Nominated Susanne Bier Remaking French Thriller 'Rapt' (23 February 2011). ციტირების თარიღი: 11 March 2011