სერგი ჟღენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერგი ჟღენტი
დაბ. თარიღი 30 მაისი 1912(1912-05-30)
დაბ. ადგილი ქვენობანი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი 1963(1963-10-11) (51 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სერგი მიხეილის ძე ჟღენტი (დ. 30 მაისი, 1912, ქვენობანი, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 11 ოქტომბერი, 1963, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგი ჟღენტი იყო ქართული ენის კათედრის გამგე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში 1937-1941 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში 1950-1962 წლებში. განაგებდა იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ფონეტიკის თეორიულ საკითხებს. აღსანიშნავია მისი თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდებით შესრულებული გამოკვლევები ქართველური ენების ფონეტიკაში. ჟღენტმა შეისწავლა ქართული სალიტერატურო ენის აქცენტუაცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ლოგოპედიის დამკვიდრებასა და განვითარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]