სახლი კოშკით
სახლი კოშკით რუს. Дом с башней | |
---|---|
სახლი 2015 წელს | |
მდებარეობა | რუსეთი, ნოვოჩერკასკი |
არქიტექტორი | უცნობია |
ტიპი | ამპირი |
მასალა | აგური |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნე |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სახლი კოშკით (რუს. Дом с башней) — რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს წითელ აღმართში. არქიტექტურის ძეგლია 1992 წლის 17 დეკემბრიდან, როსტოვის ოლქის მცირე საოლქო საბჭოს № 325 გადაწტყვეტილების შესაბამისად[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლე „სახლი კოშკით“ მდებარეობს წითელი დაღმართის ქუჩისა (1917 წლამდე ნათლისღების დაღმართის) და კავკასიის ქუჩების კუთხეში. აშენდა დაახლოებით XIX საუკუნის შუა ხანებში ამპერის სტილში. ეკუთვნოდა მეცხრამეტე ასწლეულის მეორე ნახევრის სამთო ინჟინერსა და ქალაქში თუჯის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მფლობელს ა. ვ. მინენკოვს. თუჯის ქარხანა ქალაქში დაარსდა 1880 წელს, გერმანელი ფაბრიკანტის გერცბერგის მიერ. ეს ქარხანა აწარმოებდა ლითონის ნაწილებს, ხის კოჭებსა და შველერებს. ასევე მზადდებოდა ერმაკის მოედანზე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მშენებარე შვიდგუმბათოვანი ნოვოჩერკასკის ამაღლების ტაძრის წინაღობებისათვის, რომელიც აგებუბულია ნეობიზანტიურ სტილში (1891-1904 წწ.) არქიტექტორ ა. ა. იაშენკოს პროექტის მიხედვით და ერმაკ ტიმოფეევიჩის ძეგლი (1903-1904 წწ.) მოქანდაკეების მ.ო. მიკეშინას და ვ. ა. ბეკლემიშევას მიერ. ინჟინერი მინენკოვი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ - ესპანეთში, საფრანგეთში, სადაც იგი სწავლობდა მრეწველობას. ძველ ხალხებთა გადმოცემით, ნოვოჩერკასკში მენენკოვთან რჩებოდა ხოლმე დ. ი. მენდელეევი, რადგან მათ ნაცნობობა აკავშირებდათ[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ОСОБНЯК по улице Красный Спуск, 17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-24. ციტირების თარიღი: 2017-11-03.
- ↑ Новочеркасск энциклопедия: посвящается 200-летию Новочеркасска Издательство: Novoprint, 2005. — 720 С. — 1257 ил. — С. 69—70