ერმაკის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერმაკის ძეგლი
რუს. Памятник Ермаку
კოორდინატები 47°24′52″N 40°06′35″E / 47.414444° ჩ. გ. 40.109722° ა. გ. / 47.414444; 40.109722
მდებარეობა ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი მიხეილ მიკეშინი, ვლადიმირ ბაკლემიშევი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
სიმაღლე 4 მ. (ქანდაკება)
დაწყების თარიღი 6 მაისი, 1903
დასრულების თარიღი 6 მაისი, 1904
მიძღვნილია ერმაკ ტრიფოომეევიჩი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110050000

ერმაკის ძეგლი (რუს. Памятник Ермаку) — ძეგლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი აღმართულია კაზაკების ატამანის, ციმბირის დამპყრობელის, ერმაკ ტრიფომეევიჩის პატივსაცემად. არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ძეგლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტზე მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წლის 21 მაისს, როდესაც აღნიშნავდნენ დონის ჯარების 300 წლისთავს, სამხედრო შტაბის უფროსმა მიხეილ ლეონოვმა გადასცა წერილი ალექსანდრე III-ს, რომელშიც თხოვდა, რომ დონის დედაქალაქში დაედგათ ციმბირის ლეგენდარული დამპყრობელის ერმაკ ტრიფომეევიჩის ძეგლი. ამავე წელს, მას შემდეგ, რაც თხოვნას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, დაიწყო სახსრების შეგროვება ძეგლის მშენებლობისათვის[1]. თუმცა აღნიშნული საქმე გადაიდო რუსეთის ჩართვის გამო 1877-1878 წლების რუსეთ ოსმალეთის ომში[2]. 27 წლის განმავლობაში შეგროვდა 92 000 რუბლი, აქედან 40 000 რუბლი კაზაკთა ჯარმა გადასცა საკუთარი ხაზინიდან[1].

1889 წლ შეიქმნა სპეციალური კომისია ნოვოჩერკასკში ძეგლის დასადგმელად. მასში შევიდნენ: მეცენატი ვადიმერ ვაგნერი, მწერალი და გამომცემელი ალექსეი კარასევი, ქალაქის ინჟინერი ბორის კრასნოვი და სხვ. კომისიამ რუსეთის მასშტაბით გამოაცხადა პროექტი ძეგლის საუკეთესო ნამუშევრისათვის. განიხილეს ძეგლის პროექტის რამდენიმე ვარიანტი[3].

არქიტექტორ მ. მიკეშინის პირველი პროექტი არ მოიწონეს. მან გააგრძელა მუშაობა და წარადიგინა მეორე პროექტიც. ეს პროექტი კომისიამ მიიღო 1896 წელს. ამავე წელს მიკიშინი გარდაიცვალა.ამის შემდეგ მის პროექტზე მუშაობა გააგრძელა რუსეთის სამხატვრო აკადემიის უმაღლესი სამხატვრო სკოლის რექტორმა ვლადიმირ ბაკლემიშევმა.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წლის 6 მაისს ეკლესიის მეოდანზე საზეიმოდ მოხდა საფუძვლის ჩაყრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ატამანი კონსტანტინ მაქსიმოვიჩი. საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა გ. ფედოროვმა აკურთხა ადგილი.

1904 წლის 6 მაისს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, გაიმართა ერმაკის ძეგლის საზეიმო გახსნა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხმეტრიანი ძეგლი დგას გრანიტის კლდეზე. ერმაკს მარცხენა ხელში უჭირავს სალაშქრო დროშა, ხოლო მარჯვენაში ციმბირის სამეფო ქუდი, რომელიც ასოცირდებოდა ციმბირის დაპყრობასთან. წინა მხარეს კვარცხლბეკზე წარწერაა: „ერმაკოვს დონელებისგან 1904 1581“ (ძეგლის დადგმისა და ციმბირში ლაშქრობის დაწყების წლები). ძეგლი გარშემორტყმულია მასიური ჯაჭვისა და გრანიტის ღობით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]