საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფლება.
თავისუფლება
Tavisupleba sheet music geo.jpg
ჰიმნის ნოტები
ქვეყანა საქართველო
ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე
მუსიკის ავტორი ზაქარია ფალიაშვილი
შემოღებულ იქნა 2004 წელს

თავისუფლება

ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 20 მაისს [1], პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ. მანამდე კანონი განხილულ იქნა 22 აპრილს, 2004 წელს, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა წარმოადგინა და დეპუტატებს ჰიმნის მიღების წინა ისტორია გააცნო. მისი ინფორმაციით, ჰიმნზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მუსიკა შეირჩა, შემდეგ, ტექსტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შემდეგ დეპუტატებისთვის გაიჟღერა ჰიმნის მუსიკამ.[2]

პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნის თაობაზე, აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატთა ერთი ნაწილი საბოლოო სრულყოფისათვის ჰიმნის მიღების გადადებას მოითხოვდა. საკითხის განხილვის დასასრულს, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ 131 მომხრით 14-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ პირველი მოსმენით მიიღო.[3]

ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტიცებულია კანონით, ხოლო მისი ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმნის მუსიკა შეიქმნა, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის ოპერების: „აბესალომ და ეთერისა“ (1918) და „დაისის“ (1923) მიხედვით, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის მიერ.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები
Flag of Georgia (1918–1921).svg დიდება (1918–1922)
Flag of the Georgian Soviet Socialist Republic (1951–1990).svg საქართველოს სსრ-ის ჰიმნი (1944–1991)
Flag of Georgia (1990–2004).svg დიდება (1990–2004)
Flag of Georgia.svg თავისუფლება (2004– დღემდე)
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
ქართულად (ISO 9984:1996 ნორმა) ოფიციალური ტრანსლიტერაცია

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!

č’emi xatia samšoblo,
saxate mt’eli k’veqana,
ganat’ebuli mt’a-bari,
cilnaqaria ğmert’t’ana.
t’avisup’leba dğes č’veni
momavals umğers didebas,
c’iskris varskvlavi amodis
amodis da or zğvas šua brcqindeba,
dideba t’avisup’lebas,
t’avisup’lebas dideba!

chemi khat’ia samshoblo,
sakhat’e mteli kveq’ana,
ganatebuli mta-bari,
ts’ilnaq’aria ghmerttana.
tavisupleba dghes chveni
momavals umghers didebas,
tsisk’ris varsk’vlavi amodis
amodis da or zghvas shua brts’q’indeba,
dideba tavisuplebas,
tavisuplebas dideba.

ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ქართველი კლასიკოსების: აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ (No 72-2s). გასწორდა 4 აპრილს, 2006 .
  2. Parliament of Georgia პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა დაარქივებული 30.09.2007, საიტზე Wayback Machine. . 22 აპრ., 2004. გასწორდა 3 აპრილს, 2006.
  3. პარლამენტის პლენარული სხდომა საინფორმაციო გამოშვება/2004, 20 მაისი[მკვდარი ბმული]