საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შპს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2006 წლის 21 მარტს დაფუძნდა, 100%-იანი სახელმწიფო წილით. კორპორაციის საწესდებო კაპიტალში, რომელიც 166 021 192 ლარს შეადგენს, შევიდა "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია" "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის", სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის" და სს "საქნავთობის" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები.

კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია - ნავთობისა და გაზის რესურსების დაძიება, მათი ათვისება, მოპოვება, ამ სამუშაოთა დაპროექტება, ასევე ნავთობისა და გაზის, მათი პროდუქტების საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების, ტრანზიტის, ექსპორტის, იმპორტის, შენახვის, მომზადების, გადამუშავების, რეალიზაციის და მარკეტინგის ოპერაციების წარმოება;

საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენების სისტემის, გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია; მათი აღდგენა და ახლით შეცვლა; ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტება და მშენებლობა; სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება;

აგრეთვე, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და კომუნალური ობიექტების, საქართველოს ქალაქების და სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა; კასპიის ზღვის აუზის, ასევე სხვა წარმოშობის მქონე ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება.