სამზარეულო
თანამედროვე დასავლური სამზარეულო
სამზარეულო — საცხოვრებელი ბინის ან სახლის ნაწილი, ერთ-ერთი ოთახი, რომელიც განკუთვნილია საჭმლის მოსამზადებლად. ჩვეულებრივ სამზარეოლოში განთავსებულია ქურა, მაცივარი, წყლის ონკანი, ასევე სამზარეულო მაგიდა და სხვა ავეჯი, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების და ჭურჭლის შესანახად.