სანქტ-პეტერბურგის წმინდა სტანისლავის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის წმინდა სტანისლავის ტაძარი
SanktPeterburg2013may 0035.JPG
სანქტ-პეტერბურგის წმინდა სტანისლავის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°40′40″ ჩ. გ. 30°27′00″ ა. გ. / 59.67778° ჩ. გ. 30.45000° ა. გ. / 59.67778; 30.45000
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810105000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) დავიდ ვისკონტი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XIX საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის წმინდა სტანისლავის ტაძარი (რუს. Храм Святого Станислава) — მოქმედი კათოლიკური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. ტაძარი აგებულია 1823-1825 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება ღვთისმშობლის არქიეპარქიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს. ტაძარი არის არქიტექტურული ძეგლი. ტაძართან ფუნქციონირებს სასულიერო ბიბლიოთეკა, მიმდინარეობს საქველმოქმედო სამუშაოები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა სტანისლავის ტაძარი ააგეს რუსეთის იმპერიის პირველი კათოლიკე მიტროპოლიტის სტანისლავ ბოგუშ-სესტრენცევიჩის ყოფილი სახლის ადგილზე. მიტროპოლიტი გადავიდა სხვა სახლში, შესწირა ტაძრის მშენებლობას ფული და მიწის ნაკვეთი მასტერსკოისა და ტორგოვოის ქუჩების კუთხეში (ამჟამად გამომცემელთა კავშირი).

ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1823-1825 წლებში, პროექტის ავტორი იყო იტალიელი არქიტექტორი დავიდ ვისკონტი. მშენებლობის დასრულების შემდეგ 94 წლის მიტროპოლიტმა სტანისლავმა ტაძარი აკურთხა წმინდა სტანისლავის სახელზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ მიტროპოლიტი გარდაიცვალა და დაკრძალეს ტაძარში. წმინდა სტანისლავის ეკლესია იყო მეორე კათოლიკური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში ეკატერინე ალექსანდრიელის ბაზილიკის შემდეგ. ტაძრის ზომების მიუხედავად მრევლი სწრაფად გაიზარდა და 1917 წლისათვის მათი რაოდენობა 10 000-ს აჭარბებდა.

1829 წელს გაიხსნა სტანისლავ სესტრენცევიჩის სახელობის დაწყებითი სასწავლებელი. 1887-1921 წლებში ეკლესიაში მსახურობდა ცნობილი ქველმოქმედი, რუსეთის კათოლიკური ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწე, ეპისკოპოსი ანტონი მალეცკი, მისი მოღვაწეობის შესახებ დღეს მემორიალური დაფა მოგვითხრობს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მრევლის რეპრესიები დაიწყო. ქონების დიდი ნაწლის კონფისკაცია მოხდა. იყო ტაძრის დახურვის არაერთი მცდელობა. მღვდლებისა და აქტიური მრევლის უდიდეს ნაწილი დააპატიმრეს.

ტაძარი საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1934 წელს, შენობაში განათვსეს საწყობი, გაზსაწინააღმდეგ დანადგარების საამქრო, ხოლო 1961 წლიდან ფაბრიკა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ისტორიის ძეგლების სიაში შედიოდა, მას ბარბაროსულად ექცეოდნენ.

XX საუკუნის 80-იან წლებში ფაბრიკის ხელმძღვანელობამ შენობის რემონტი ჩაატარა, აღადგინეს ინტერიერი თავდაპირველი სახით, რის შემდეგაც ტაძარში განათავსეს სამოდელო სალონი და სააქტო დარბაზი.

რუსეთში კათოლიკური ეკლესიის ნორმალური მოღვაწეობა აღსდგა XX საუკუნის 90-იან წლებში. 1992 წელს კვალვ დარეგისტრირდა წმინდა სტანისლავის თემი. 1996 წლის 9 აგვისტოს ტაძრის შენობა დაუბრუნდა კათოლიკურ ეკლესიას. რესტავრაცია მიმდინარეობდა დაახლოებით ორი წელი, სტანისლავ ბოგუშ-სესტრენცევიჩის საფლავი გადაიტანეს დასავლეთის ნავის ცენტრში.

1998 წლის 14 ივნისს პოლონეთის პრიმასმა, კარდინალმა იუზეფ გლემპმა აკურთხა ტაძარი. 2005 წელს ტაძარში გაიხსნა მემორიალური დაფა, რომის პაპ იოანე პავლე II-ის პატივისცემის ნიშნად.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი აგებულია კლასიციზმის სტილში, რომელსაც ამშვენებს დაბალი გუმბათი. ქუჩის მხარეს ფასადებს ამშვენებს სამი პორტიკი. ტაძარი დაგეგმარებაში კვადრატის ფორმისაა. სვეტების ორი კოლონით იყოფა სამ ნავად. გუმბათი შიგნიდან მოხატულია. ტაძარი იტევს 700 ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]