სანქტ-პეტერბურგის ლურდის ღვთისმშობლის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ლურდის ღვთისმშობლის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ლურდის ღვთისმშობლის ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ლურდის ღვთისმშობლის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′13″ ჩ. გ. 30°21′24″ ა. გ. / 59.93694° ჩ. გ. 30.35667° ა. გ. / 59.93694; 30.35667
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810541000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლეონტი ბენუა, მარიან პერეტიატკოვიჩი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორომანული სტილი
თარიღდება XX საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ლურდის ღვთისმშობლის ტაძარი (რუს. Храм Лурдской Божией Матери) — ერთ-ერთი კათოლიკური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. ტაძარი აგებულია 1903-1909 წლებში, ფრანგი კათოლიკეებისათვის. აკურთხეს 1909 წლის 22 ნოემბერს. 1938-1992 წლებში ერთადერთი მოქმედი კათოლიკური ეკლესია იყო ლენინგრადში.

ტაძარი მიეკუთვნება ღვთისმშობლის არქიეპარქიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპიკსოპოსი პაოლო რეცი. 2007 წლის აგვისტოდან ტაძრის წინამძღვარია სერგეი ალხიმიონიკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირვალად ერთნავიანი ბაზილიკის პროექტის ესკიზი შექმნა ლეონტი ბენუამ, მაგრამ 1903 წელს წარმოადგინეს ახალი პროექტი, რომელიც ბენუასთან ერთად შექმნა მარიან პერეტიატკოვიჩმა. ბენუამ შეცვალა მშენებლობის სისტემა, რომლის მიხედვითაც ახლა სამი ნავი აიგებოდა.

1940-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების ბოლოს ტაძარში მიმდინარეობდა კაპიტალურ რემონტი. სვეტები მორთეს ხელოვნური მარმარილოს ნიმუშებით, ლატვიიდან ჩამოსულმა ხელოსნებმა მოხატეს კედლები და საკურთხევლის ნაწილი.

1957 წელს ტაძრის საჭიროებიდან გამომდინარე ქალთა ევანგელისტური საავადმყოფოდან გადაიტანეს გერმანული ფირმა „E. F. Walcker“-ის ორღანი. კაპიტალური რემონტის შემდეგ იგი დააყენეს ქოროში.

1958 წელს საკურთხევლის ნაწილი მოხატეს მხატვარმა ზაქაროვებმა.

1981 წელს გაარემონტეს ლურდის ღვთისმშობლის სამლოცველოს ინტერიერი.

1990-იან წლებში მიმდინარეობდა ეკლესიის კაპიტალური რემონტი და დაამონტაჟეს ახალი კანკელი, მოზაიკური ვიტრაჟები (ავტორები იზაბელა და მიხაილ ბაიკოვები), შეათეთრეს კედლები, შეაკეთეს ხმისგამაძლიერებელი აპარატურა, მნიშვნელოვნად გადააკეთეს სამრევლო სახლი.

2009 წლის 22 ნოემბერს საზოგადოებამ საზეიმოდ აღნიშნა ტაძრის კურთხევის 100 წლისთავი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Столетие храма Матери Божией Лурдской в Санкт-Петербурге. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-19. ციტირების თარიღი: 2018-05-21.