სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°54′58″ ჩ. გ. 30°18′43″ ა. გ. / 59.91611° ჩ. გ. 30.31194° ა. გ. / 59.91611; 30.31194
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831071000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (რუს. Собор Успения Пресвятой Девы Марии) — ერთ-ერთი კათოლიკური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. ტაძარი აგებულია 1870-1873 წლებში. 1873-1926 წლებში იყო საკათედრო ტაძარი და წარმოადგენდა მოგილევსკის არქიდიოცეზის ცენტრს.

ტაძარი მიეკუთვნება ღვთისმშობლის არქიეპარქიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპიკსოპოსი პაოლო რეცი. ტაძარში რეგულარულად იმართება სასულიერო მუსიკის კონცერტები, გამოდის სამრევლო გაზეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1849 წელს რუსეთის იმპერიის კათოლიკური ეკლესიის რეზიდენცია მოგილიოვიდან გადაიტანეს სანქტ-პეტერბურგში, მიუხედავად ამისა არქიეპარქიამ შეინარჩუნა ძველი სახელი და კვლავ იწოდებოდა მოგილიოვის არქიეპარქიად. ტაძარის მშენებლობა ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრებოდა მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას, დაიწყო 1870 წლიდან და მიმდინარეობდა 1873 წლამდე. ტაძრის თავდაპირველი პროექტის ავტორი იყო ვასილი სობოლშჩიკოვი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა დაასრულა არქიტექტორმა ევგრაფ ვოროტილოვმა.

საკათედრო ტაძრის კურთხევა შეასრულა მთავარეპისკოპოსმა ანტონი ფიალკოვსკიმ 1873 წლის 12 აპრილს. საეკლესიო ჭურჭლის ნაწილი ახალ საკათედრო ტაძარში გადმოიტანეს მოგილიოვიდან.

XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან მიძინების ტაძრის მრევლი ისე გაიზარდა, რომ დადგა ტაძრის გაფართოების საკითხი. გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობდა 1896-1897 წლებში. ტაძრის ტევადობა 750 კაციდან გაიზარდა 1 500 კაცამდე. მიაშენეს კუთხის ეგვტერები, შეიცვალა ინტერიერი, განახლდა მოხატულობა. ასევე შეიცვალა კუთხის საკურთხეველი. 1897 წლის 23 დეკემბერს გადაკეთებული საკათედრო ტაძარი ხელახლა აკურთხეს.

1902 წელს მთავარეპისკოპოსის სახლის შენობაში გახსნეს კათოლიკური სემინარია, ხოლო მთავარეპისკოპოსის რეზიდენციამ გადაინაცვალა შორიახლოს, დერჟავინების მუზეუმში.

მიძინების ტაძრის მრევლი მუდმივად იზრდებოდა და 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე იგი მოითვლიდა 15-20 ათას მრევლს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ისევე როგორც ყველა კათოლიკურ ეკლესიას, მიძინების ეკლესიასაც მძიმე დრო დაუდგა. 1918 წელს დახურეს სემინარია. ტაძარი კი საბოლოოდ დახურეს 1930 წელს.

დიდი სამამულო ომის შემდეგ ტაძრის შენობა, რომელსაც ბომბი ჰქონდა დაცემული, გადააკეთეს საკონსტრუქტორო ბიუროდ.

კათოლიკური ეკლესიის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ, 1994 წელს ჩამოყალიბდა მიძინების ტაძრის სამრევლო. 1995 წლის სექტემბერში ტაძრის შენობა დაუბრუნდა კათოლიკურ ეკლესიას.

მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ორი წლის განმავლობაში. 1997 წლის 16 თებერვალს, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტაძარში გაიმართა პირველი ღვთისმსახურება, ხოლო 1998 წლის 24 მაისს მთავარეპისკოპოსმა თადეუშ კონდრუსევიჩმა აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკათედრო ტაძარს დაგეგმარებაში აქვს ლათინური ჯვრის ფორმა და საერთო გასასვლელით დაკავშირებულია სემინარიასთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]