სანქტ-პეტერბურგის იესოს წმინდა გულის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის იესოს წმინდა გულის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის იესოს წმინდა გულის ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის იესოს წმინდა გულის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°52′50″ ჩ. გ. 30°26′11″ ა. გ. / 59.88056° ჩ. გ. 30.43639° ა. გ. / 59.88056; 30.43639
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810334000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) სტეფან გალენზოვსკი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება XX საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის იესოს წმინდა გულის ტაძარი (რუს. Храм Святейшего Сердца Иисуса) — ერთ-ერთი კათოლიკური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. ტაძარი აგებულია 1907-1917 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება ღვთისმშობლის არქიეპარქიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპიკსოპოსი პაოლო რეცი. ტაძარი არის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წელს რამდენიმე ათასმა კათოლიკემ მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინათ კათოლიკური ტაძარი თავიანთ რაიონში. მშენებლობაზე თანხმობა მიიღეს 1905 წლის შემოდგომაზე. ამავე წელს ააშენეს დროებითი სამლოცველო ობუხოვის ქარხანასთან, რომელიც დაქვემდებარებული იყო ეკატერინე ალექსანდრიელის ბაზილიკასთან. 1906 წლის 18 ნოემბერს ტაძრის ასაშენებლად გამოყვეს მიწის ნაკვეთი ყოფილი სასაფლაოს ქუჩისა და ფარფოროვის კოლონიის კუთხეში. ტაძრის პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა სტეფან გალენზოვსკიმ. პირველი ქვის ჩადება გაიმართა 1907 წლის 8 სექტემბერს. ფინანსური პრობლემების გამო მალე შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები და განხლდა მხოლოდ 1912 წელს, შემდეგშიც პერიოდულად ჩერდებოდა სამუშაოები. იესოს წმინდა გულის ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყო 1914 წლიდან, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტაძარში. საბოლოოდ ეკლესია ააშენეს და აკურთხეს 1917 წლის დასასრულს ან 1918 წლის დასაწყისში. ტაძარს არ აქვს სამრეკლო, რის გამოც მან უჩვეულო ფორმა მიიღო, იგი არის გოთიკური ეკლესია სამრეკლოს გარეშე. 1914 წლიდან ეკლესიის წინამძღვარი იყო თეოფილიუს მატულიონისი, 2017 წელს მისი პატივისცემის ნიშნად კედელზე დაკიდეს ემორიალური დაფა[1].

1936 წლის ივლისში შენობაში მოხდა ხანძარი, რის შემდეგაც ეკლესია დალუქეს. საბოლოოდ იესოს წმინდა გულის ეკლესია 1937 წლის 23 მაისს დახურეს. შენობა გადასცეს ჯერ კომბინატს, შემდეგ „სპეცსტროის“ ტრესტს და ძლიერად გადააკეთეს. ეკლესია დაყვეს ოთხ სართულად.

რუსეთში კათოლიკური ეკლესიის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ და კათოლიკური მრევლის აღორძინების შემდეგ, 1993 წელს მონსენიორ ჰარტმუტ კანიას ინიციატივით შენობის ნაწილი გადაეცა კათოლიკე მრევლს. 1996 წლის 6 ივნისს დროებით სამლოცველოში შედგა პირველი ღვთისმსახურება. 2003 წელს კი მორწმუნეებს გადაეცათ მთლიანი ნაგებობა. 2009 წელს მრევლმა გადაწყვიტა სამრეკლოს მიშენება, მაგრამ ეს ინიციატივა წააწყდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების წინააღმდეგობას, რომლებიც თვლიდნენ, რომ სამრეკლოს მიშენება შეცვლიდა შენობის ისტორიულ სახეს[2].

2011 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და დროებით ღვთისმსახურება გადავიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. 2014 წლისთვის სამუშაოები დასრულდა, რომლისთვისაც ფინანსები გამოყო რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ[3].

2015 წლის 12 ივნისიდან ეკლესიის შენობაში აღდგა ღვთისმსახურება, პარალელურად მიმდინარეობდა სარესტავრციო სამუშაოებიც[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]