შინაარსზე გადასვლა

სანებელის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანებელის ნაეკლესიარიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებლის ჩრდილო-დასავლეთით სამ კილომეტრზე, შემაღლებულ ბორცვზე, სარკის გორაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ფართობი 300 კვადრატული მეტრი. ბორცვის წვერზე დევს დანგრეული ეკლესიის მოწითალო ფერის ქვა, რომლის ზედა ნაწილი დამუშავებულია და ექვსწახნაგაა, ხოლო ქვედა ნაწილს შენარჩუნებული აქვს ძველი ფორმა.