სამხრეთ სუდანის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ სუდანის რუკა
სამხრეთ სუდანის ისტორიული რგიონები

სამხრეთი სუდანი — სახელმწიფო აფრიკაში, დედაქალაქი — ჯუბა. ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება ეთიოპია, სამხრეთით კენია, უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დასავლეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით სუდანი. საზღვრის სიგრძე: ეთიოპიასთან — 883 კმ, კენიასთან — 232 კმ, უგანდასთან — 435 კმ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 628 კმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან — 682 კმ, სუდანთან — 1973 კმ. ქვეყნის ფართობია 644 329 კმ²[1][2].

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა კინიეტი – 3187 მ.

სამხრეთი სუდანის ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები მსოფლიოში მეორეა ველური ცხოველების მიგრაციის სიდიდით. ბუნების მსოფლიო ფონდმა აჩვენა, რომ სამხრეთ სუდანში არსებული სამი ეროვნული პარკი: ბანდინგილოს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან შორიახლოს მდებარე სამხრეთის და ეთიოპიის საზღვრიდან დასავლეთით მდებარე ბომის ეროვნული პარკები, ასევე სუდის ჭაობიანი ადგილები ბუნების უნიკალური წარმონაქმნებია ძროხისებური ანტილოპა კონგონის, აფრიკული ანტილოპების კობის და ტოპის, აფრიკული კამეჩების, სპილოების, ჟირაფების და ლომების მრავალრიცხოვანი პოპულაციების საცხოვრებლად.

სამხრეთი სუდანი შედგება სამი ისტორიული რეგიონისაგან: ბაჰრ-ელ-ღაზალი, ეკვატორია და ზემო ნილოსი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ნალექები პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაშია, მათი უმეტესობა მაის-ოქტომბრის თვეებში მოდის. ნალექების წლიური რაოდენობა 700 მმ-დან (ჩრდილოეთში) 1400 მმ-მდე (სამხრეთ-დასავლეთში) მერყეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]