სამხრეთ სუდანის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ სუდანის შტატები რეგიონების მიხედვით.

სამხრეთი სუდანი დაყოფილია 10 შტატად. შტატები გაერთიანებულია სამ ისტორიულ რეგიონში: ბაჰრ-ელ-ღაზალი (ჩრდილო–დასავლეთი), ეკვატორია (სამხრეთი), ზემო ნილოსი (ჩრდილო–აღმოსავლეთი). შტატები თავის მხრივ იყოფა 86 მუნიციპალიტეტად.

რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრ-ელ-ღაზალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრ-ელ-ღაზალი სამხრეთ სუდანის ჩრდილო–დასავლეთი რეგიონია, მოიცავს 4 შტატს:

  1. ჩრდილოეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი
  2. დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი
  3. ტბები
  4. ვარაბი

დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი ყველაზე ნაკლებად დასახლებული შტატია.[1]

ეკვატორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკვატორია სამხრეთ სუდანის სამხრეთი რეგიონია, მოიცავს სამ შტატს:

  1. დასავლეთი ეკვატორია
  2. ცენტრალური ეკვატორია
  3. აღმოსავლეთი ეკვატორია

ცენტრალურ ეკვატორიაში მდებარეობს დედაქალაქი ჯუბა და ის ფართობით ყველაზე პატარაა.

ზემო ნილოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო ნილოსი ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთი რეგიონია, მოიცავს სამ შტატს:

  1. ჯონგლი
  2. ერთობა
  3. ზემო ნილოსი

ჯონგლი ფართობის მიხედვით სამხრეთ სუდანის უდიდესი შტატია.

შტატი
(ქართ.)
შტატი
(ინგლ.)
ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,[2]
კმ²
მოსახლეობა,[3][4][5]
ად. (2008 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ბაჰრ-ელ-ღაზალი
1 ვარაბი Warrap კუაჯოკი 45 567 972 928 21,35
2 დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი Western Bahr el Ghazal ვაუ 91 076 333 431 3,66
3 ტბები Lakes რუმბეკი 43 595 695 730 15,96
4 ჩრდილოეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი Northern Bahr el Ghazal ავეილი 30 543 720 898 23,60
ზემო ნილოსი
5 ზემო ნილოსი Upper Nile მალაკალი 77 283 964 353 12,48
6 ჯონგლი Jonglei ბორი 122 581 1 358 602 11,08
7 ერთობა (ვაჰდა) Unity ბენტიუ 37 837 585 801 15,48
ეკვატორია
8 აღმოსავლეთი ეკვატორია Eastern Equatoria ტორიტი 73 472 906 161 12,33
9 დასავლეთი ეკვატორია Western Equatoria იამბიო 79 343 619 029 7,80
10 ცენტრალური ეკვატორია Central Equatoria ჯუბა 43 033 1 103 557 25,64
სულ 644 329 8 260 490 12,82

სადავო სტატუსის ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბიეის რაიონი ვარაბის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს სუდანის ხელისუფლება და ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთი კორდოფანის შტატს. ნაივაშის შეთანხმების თანახმად ტერიტორიის სტატუსი უნდა განისაზღვროს რეფერენდუმის გზით.
  • ილემის სამკუთხედი მდებარეობს აღმოსავლეთი ეკვატორიის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს კენიის ხელისუფლება. სტატუსი გაურკვეველია კოლონიალური ეპოქის დროინდელი დოკუმენტების წინააღმდეგობების გამო.
  • კაფია-კინგის რაიონი დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს სუდანის ხელისუფლება და ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთი დარფურის შტატს. რაიონი იყო ბაჰრ-ელ-ღაზალის ნაწილი 1956 წელს, დარფურის შემადგენლობაში გადასცეს 1960 წელს. 2011 წლის 9 ივლისს სუდანის ხელისუფლებამ აღიარა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა 1956 წლის 1 იანვრის საზღვრებში, ამასთან, ნაივაშის შეთანხმების შესაბამისად, ლაპარაკია იმ დროის არა ადმინისტრაციულ საზღვარზე, არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გამყოფ ხაზზე, რომელიც არსებობდა 1956 წლის 1 იანვარს სუდანის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში. კერძოდ, ცნობილია, რომ ეს ხაზი როგორც მინიმუმ ერთ ადგილას (აბიეის რაიონში) არ ემთხვევა პროვინციის საზღვარს, რომელიც არსებობდა 1956 წელს. რომელი ადმინისტრაციული საზღვარი (1956 წლის ან 1960 წლის) თავის დასავლეთ ნაწილში შეესაბამება გამყოფ ხაზს, უცნობია, და შესაბამისად თითოეული სახელმწიფო აღიარებს იმ საზღვარს, რომელსაც იგი მიიჩნევს საჭიროდ. აშშ აღიარებს 1956 წლის საზღვარს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუკებზე განსახილველი ტერიტორია აღნიშნულია, როგორც სამხრეთ სუდანის ნაწილი[6]).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vuni, Isaac (6 June 2009). „South Sudan census results officially released“. Sudan Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 8 July 2011.
  2. National Bureau Of Statistics
  3. Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-27. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
  4. Statoids
  5. Citypopulation
  6. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალური საიტი. სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის რუკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-10.