აბიეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბეის რაიონი სამხრეთ სუდანის რუკაზე

აბიეი (არაბ. أبيي) — სადავო ტერიტორია სუდანის სამხრეთით, რომელსაც "სპეციალური ადმინისტრაციული სტატუსი" აქვს მინიჭებული გაეროს 2004 წლის აბიეის კონფლიქტის რეზოლუციის პროტოკოლით (აბიეის პროტოკოლი), რომელიც მიღებულ იქნა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში და რომლითაც სუდანის მეორე სამოქალაქო ომი დასრულდა.[1] მისი ფართობი შეადგენს 10 546 კმ²-ს. აბიეის ტერიტორიის დედაქალაქია ამავე სახელწოდების ქალაქი. ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს სამხრეთი სუდანი, მაგრამ ამჟამად მას ჩრდილოეთ სუდანის მთავრობა აკონტროლებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. “პროტოკოლი აბიეის კონფლიქტის რეზოლუციაზე”, სუდანის რესპუბლიკის მთავრობა და სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის არმია, 2004 წლის 26 მაისი (reliefweb.int)