შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი კარელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
სამხრეთი კარელია
Etelä-Karjala
დროშა გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
ადმ. ცენტრი ლაპეენრანტა
კოორდინატები 61°00′00″ ჩ. გ. 28°00′00″ ა. გ. / 61.00000° ჩ. გ. 28.00000° ა. გ. / 61.00000; 28.00000
ფართობი 7 235.59 ათ. კმ²
მოსახლეობა 135 000 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 18.7 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი ekarjala.fi

სამხრეთი კარელია (ფინ: Etelä-Karjala; შვედ: Södra Karelen) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. მდებარეობს საიმას ტბიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ესაზღვრება ქვეყნის სხვა პროვინციები - კიმენლაასკო, სამხრეთი სავონია, ჩრდილოეთი კარელია, ასევე რუსეთის ფედერაცია. რეგიონს სამხრეთი კარელია ეწოდება იმის გამო, რომ მდებარეობს ფინეთის კარელიის სამხრეთ ნაწილში. მისი ფართობი 7 235.59 კმ²-ია და ამ მაჩვენებლით სხვა რეგიონესბ შორის მე-13 ადგილზეა, მოსახლეობა შეადგენს 135 000 ადამიანს (2009).

რეგიონი შედგება 10 მუნიციპალიტეტისაგან, მათ შორის ორს ქალაქის სტატუსი გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ლაპეერანტა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]