შინაარსზე გადასვლა

სამშვილდის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამშვილდის განძიXII–XIII საუკუნეების განძი. აღმოჩენილი იქნა ციხე-ქალაქ სამშვილდეში, ციტადელის ერთ-ერთი ოთახის იატაკის ქვეშ, ხის ყუთში, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის დავით ბერიკაშვილის და მისი სტუდენტების მიერ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, 2018 წლის 1 აგვისტოს. სამშვილდის განძის შემადგენლობაში იყო 250–270 სპილენძის ქართული და უცხოური მონეტა, აგრეთვე ზოდები და სპილენძის ფირფიტები, რაც, სპეციალისტების აზრით, შესაძლოა აქ ზარაფხანის არსებობაზე მიუთითებდეს. ქართული მონეტები გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის სახელზეა მოჭრილი.[1][2] ერთ-ერთ მათგანზე დატანილია წარწერა:

ვიკიციტატა
„დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი.“