შინაარსზე გადასვლა

სამურ-აფშერონის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამურ-აფშერონის არხი აზერ. Samur-Abşeron kanalı

სამურ-აფშერონის არხი. 1955 წ.
40°30′02″ ჩ. გ. 49°40′07″ ა. გ. / 40.50056° ჩ. გ. 49.66861° ა. გ. / 40.50056; 49.66861
საწყისი წერტილი სამური
საბოლოო წერტილი ჯეირანბათანის წყალსაცავი
სიგრძე 178 კმ
Map

სამურ-აფშერონის არხი (აზერ. Samur-Abşeron kanalı) — სარწყავი და წყალმომარაგების არხი დაღესტანსა და აზერბაიჯანში, რომელიც შედგება ოთხასზე მეტი ჰიდრავლიკური ნაგებობისგან[1].

მშენებლობა 1939 წელს დაიწყო.

1960-1965 წლებში ჩატარდა არხის რეკონსტრუქცია.

იგი შედგება ორი არხისგან - სამურ-დევეჩის სიგრძით 108,7 კმ და აფშერონის სიგრძით 74 კმ.

იწყება მდინარე სამურიდან და მთავრდება აფშერონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით. არხი საზრდოობს რეგიონის სამი მდინარიდან: სამური, გუდიალჩაი, ველველიჩაი.

არხი შედგება ჰიდროელექტრო კომპლექსისგან მდინარე სამურზე, ორი არხისგან, ჯეირანბათანის წყალსაცავისგან, სოფელ ზირასკენ მიმავალი მთავარი არხისა და აფშერონის ნახევარკუნძულზე სარწყავი ქსელისგან, რომელიც ირწყავს 100 ათას ჰექტარ მიწას.

იგი მიედინება ხაჩმაზის, შაბრანის და სიაზანის რაიონის ტერიტორიაზე.

გადამწყვეტ როლს ასრულებს ბაქოს, სუმგაითისა და აფშერონის ნახევარკუნძულის წყალმომარაგებაში. საერთო სიგრძე 178 კმ[2].