სამირა მუსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამირა მუსა
سميرة موسى
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1917
დაბ. ადგილი ღარბიას მუჰაფაზა, ეგვიპტე
გარდ. თარიღი 5 აგვისტო, 1952 (35 წელი)
გარდ. ადგილი კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
საქმიანობა ბირთვული ფიზიკა და სამედიცინო ბიოფიზიკა
მუშაობის ადგილი კაიროს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კაიროს უნივერსიტეტი (1939)
ჯილდოები მეცნიერებისა და ხელოვნების ორდენი

სამირა მუსა (მუსსა, არაბ.: سميرة موسى‎; 3 მარტი, 19175 აგვისტო, 1952) — პირველი ეგვიპტელი ქალი ბირთვული ფიზიკის დარგში. ასევე  კაიროს უნივერსიტეტის პირველი ლექტორი ქალი.  მაიონებელ გამოსხივებაზე მუშაობისთვის მიიღო დოქტორის ხარისხი.

სამირა მუსა იმედოვნებდა, რომ მისი კვლევები დასაბამს დაუდებდა ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას და ატომური ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას. მისი ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "ატომური ენერგია მშვიდობის სახელით". ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, რომელიც შესაძლოა ისრაელის სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსა დაიბადა ეგვიპტეში ღარბიას მუჰაფაზაში 1917 წელს. დედა სიმსივნით გარდაიცვალა, მამა ცნობილი პოლიტიკური აქტივისტი იყო. ის ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად კაიროში გადავიდა და დანაზოგით პატარა სასტუმრო გახსნა ალ ჰუსეინის რაიონში. მამის დაჟინებული მოთხოვნით მუსა სწავლობდა კაიროს ერთ-ერთ უძველეს სკოლაში — კსერ ალ-შოკში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იგი შევიდა ბანატ ალ-აშრაფის სკოლაში, რომელიც მამამისმა ააშენა და თავად მართავდა.სამირა კარგად სწავლობდა და შეეძლო ინჟინრის პროფესია აერჩია, მაგრამ დაჟინებით მოითხოვა კაიროს უნივერსიტეტია საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაბარება. 1939 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი რადიოლოგიაში წარჩინებით  სხვადასხვა მასალებზე რენტგენული გამოსხივების ზემოქმედების  კვლევისთვის. პირველი დეკანი, ალი მუსტაფა მუშარაფა, დაეხმარა თავის სტუდენტს ფაკულტეტის პირველი ლექტორი ქალი გამხდარიყო. შემდგომში იგი გახდა არა მხოლოდ პირველი ქალი, რომელმაც დაიკავა თანამდებობა უნივერსიტეტში, არამედ პირველი ასისტენტ-პროფესორი ამავე დეპარტამენტში და პირველი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი მაიონებელ გამოსხივებაში.[2]

ბირთვული კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსას სწამდა, რომ ატომის გამოყენება შეიძლებოდა მშვიდობიანი მიზნებისთვის. მას შემდეგ, რაც დედა სიმსივნით გარდაეცვალა, მას სურდა რომ "კიბოს მაიონებელი გამოსხივებით მკურნალობა ისეთივე ხელმისაწვდომი ყოფილიყო, როგორც ასპირინი". ამისთვის ის გულმოდგინედ მუშაობდა, მან მოიფიქრა განტოლება, რომელიც იაფი მეტალების (მაგალითად, სპილენძის) ატომებში გაყოფის საშუალებას იძლეოდა. .

მუსამ მოაწყო კონფერენცია "ატომური ენერგია მშვიდობისთვის" და გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციის  "ატომები მშვიდობისთვის" მოწყობის ინიციატივით, რომელზეც მრავალი გამოჩენილი მეცნიერი იყო მოწვეული. კონფერენციამ, მისი მონაწილეობით,  არაერთი რეკომენდაცია შეიმუშავა ბირთვული საფრთხეებისგან დაცვის კომიტეტის შესაქმნელად.[3]

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოქტორი სამირა მუსა გახდა კაიროს უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის პირველი ასისტენტ-პროფესორი და, რაც უფრო შთამბეჭდავია, პირველი ქალი, რომელმაც მიიღო უნივერსიტეტის თანამდებობა თავისი პიონერული სადოქტორო დისერტაციით 1940-იან წლებში. ადრინდელი მუსლიმი მეცნიერების წვლილის შთაგონებით, მან სტატია მიუძღვნა მუჰამედ იბნ მუსა ალ-ხორეზმს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ალგებრას. იგი ასევე გახლდათ რამდენიმე პოპულარული სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც, უფრო მარტივი ენით, ასახავდა ატომის შესწავლის ისტორიას, ბირთვული ენერგიის თეორიას და მისი გამოყენების უსაფრთხოებას, ასევე რადიაციის თვისებებს და მათ ბიოლოგიურ ეფექტებს.[4]

მუსამ მიიღო ფულბრაიტის სტიპენდია  (Fulbright Atomic)  ატომურ ფიზიკაში, რათა საშუალება ჰქონოდა გასცნობოდა კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამედროვე კვლევით დაწესებულებებს.  მისი ნოვატორული ბირთვული კვლევების აღიარების ნიშნად,  მუსას მიეცა საშუალება სწვეოდა აშშ-ს საიდუმლო ბირთვულ ობიექტებს. ეგვიპტელი ფიზიკოსის ვიზიტმა გამოიწვია მწვავე დისკუსია ამერიკის შეერთებულ შტატების აკადემიაში, რადგან ის გახლდათ პირველი "არათეთრი" ადამიანი, რომელსაც ასეთი პრივილეგია მიენიჭა. მეცნიერმა უარი თქვა რამდენიმე შეთავაზებაზე ვინაიდან მოეთხოვებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება და ამერიკის მოქალაქეობის მიღება. როგორც თავად განაცხადა: „ეგვიპტე მელოდება, ჩემი ძვირფასო სამშობლო“.[5][6]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წლის 5 აგვისტოს, ამერიკაში პირველი ვიზიტის შემდეგ, სამირა მუსა აპირებდა სახლში დაბრუნებას, მაგრამ სამოგზაუროდ მიიწვიეს. გზაში მანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა; მეცნიერი ადგილზე დაიღუპა. ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო მკვლელობა, რომლის უკან სავარაუდოდ  ისრაელის მოსადი იდგა (ისრაელს აწუხებდა ეგვიპტის მიერ საკუთარი ატომური ბომბის შექმნის პერსპექტივა). მოსადს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარა ებრაელ-ეგვიპტელი მსახიობი რაკია იბრაჰიმი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2012 წელს ამ უკანასკნელის შვილიშვილმა, რიტა დევიდ თომასმა დაადასტურა ვარაუდი, რომ მისი ბებია  სამირა მუსას მკვლელობის მთავარი თანამონაწილე იყო.  ისარგებლა რა მეცნიერთან თბილი მეგობრული ურთიერთობით,  სხვა საკითხებთან ერთად, მან გააკეთა სამირა მუსას ბინის გასაღების ასლი, აგენტებს მისცა წვდომა მის ჩანაწერებზე და განვითარებულ მოვლენებზე და ასევე გადასცა ინფორმაცია სამირას ყველა გადაადგილების შესახებ.[7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Sameera Moussa". Physics Today. 2017-03-03. doi:10.1063/PT.5.031428.
  2. Aslam, Syed (12 May 2011). 20th Century Muslim Scientists — Sameera Moussa The Muslim Observer. Retrieved 4 April 2016.
  3. "Sameera Moussa". The MY HERO Project. Retrieved 2020-05-04.
  4. https://blog.adafruit.com/2015/03/03/time-travel-tuesday-timetravel-a-look-back-at-the-adafruit-maker-science-technology-and-engineering-world-86/
  5. "Dr. Sameera Moussa | Women as Partners in Progress Resource Hub"[მკვდარი ბმული]. pioneersandleaders.org. Retrieved 2020-05-04.
  6. web.archive.org. 2018-02-13. Retrieved 2021-11-05 مصرع عالمة الذرة المصرية سميرة موسى (არაბ.)
  7. Zvi Bar'el. "As Egypt elections near, one candidate faces the worst accusation – Jew". Haaretz.
  8. "Raqia Ibrahim: Egyptian Jewish Actress Recruited by Israel to Prevent Egypt Owning Nuclear Bomb" Egypt Independent (1 December 2014).