რადიოლოგია
იერსახე
რადიოლოგია (რადიო... და ...ლოგია) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მაიონიზებელი გამოსხივების წყაროების გამოყენების თეორიას და პრაქტიკას დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის. რადიოლოგიას საფუძველი ჩაეყარა რენტგენის სხივებისა (1895) და ბუნებრივი რადიოაქტიურობის (1896) აღმოჩენის შემდეგ.
პირველ ხანებში მოიცავდა 2 ძირითად დარგს — რადიოდიაგნოსტიკასა და რენტგენორადიოთერაპიას. შემდეგ კი თანდათანობით ჩამოყალიბდა დაავადებათა სხივური დიაგნოსტიკა, სხივური თერაპია, მეგავოლტური თერაპია, რადიობიოლოგია, რადიოგენეტიკა, რადიაციული ქიმია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 276.