სალო, ანუ სოდომის 120 დღე
სალო, ანუ სოდომის 120 დღე | |
---|---|
![]() პოსტერი | |
რეჟისორი | პიერ პაოლო პაზოლინი |
პროდიუსერი | ალბერტო გრიმალდი |
როლებში |
პაოლო ბონაჩელი ჯორჯო კატალდი უმბერტო პაოლო კვინტავალე ალდო ვალეტი კატერინა ბორატო |
კომპოზიტორი | ენიო მორიკონე |
ოპერატორი | ტონინო დელი კოლი |
გამოსვლის თარიღი | 22 ნოემბერი 1975 (პარიზი) |
ხანგრძლივობა | 116 წთ. |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ენა |
იტალიური ფრანგული გერმანული |
სალო, ანუ სოდომის 120 დღე (იტალ. Salò o le 120 giornate di Sodoma) — პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელი კინოფილმი, რომელიც გამოვიდა 1975 წელს. გადაღებულია მარკიზ დე სადის „სოდომის 120 დღის“ მიხედვით. პაზოლინიმ მარკიზ დე სადის რომანის მოქმედება 1944–45 წლებში ფაშისტურ სალოს რესპუბლიკაში გადმოიტანა, სადაც ადამიანთა ჯგუფები „უმაღლესი საზოგადოებიდან“ ამცირებენ, მასხარად იგდებენ, აწვალებენ ჭაბუკებსა და გოგონებს. ეს ეგზეკუცია ოთხი თვე გრძელდება. უფროსებისთვის ეს თავიანთი სულმდაბალი ინსტინქტების დაკმაყოფილების უკანასკნელი საშუალებაა, ხოლო ახალგაზრდა ადამიანებისთვის — თავიანთი სიჭაბუკისა და სიცოცხლის სურვილისთვის მიზღვა. ფილმის მოქმედება ვითარდება ჩრდილოეთ იტალიაში, სალოს რესპუბლიკაში, სადაც ადგილი აქვს იტალიური ფაშიზმის უკანასკნელ დღეებს. ფილმი ოთხი ნაწილისაგან შედგება, რომელიც ინსპირირებულია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ნაწარმოებით. ფილში მონაწილეობენ: პაოლო ბონაჩელი, ალდო ვალეტი და სხვა. კომპოზიტორი ენიო მორიკონე.
ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“ 100 საშინელებათა ფილმთა შორის 65 ადგილზე გაიყვანა 2006 წელს, გარდა ამისა, მასზე სტატია დაიწერა The Penguin Encyclopedia of Horror and the Supernatural-ში (1986).
როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მსახიობი | როლი |
---|---|
პაოლო ბონაჩელი | ჰერცოგი |
ჯორჯო კატალდი | ეპისკოპოსი |
უმბერტო პაოლო კვინტავალე | მაგისტრატი |
ალდო ვალეტი | პრეზიდენტი |
კატერინა ბორატო | სინიორა კასტელი |
ელზა დე ჯორჯი | სინიორა მაჯი |
ელენ სიურჟერი | სინიორა ვაკარი |
სონია სავიანჟი | პიანისტი |