შინაარსზე გადასვლა

ტონინო დელი კოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონინო დელი კოლი
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1923
რომი
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 2005 (81 წლის)
რომი
საქმიანობა ოპერატორი
აქტიური 1938-1997

ტონინო დელი კოლი (იტალ. Tonino Delli Colli; დ. 20 ნოემბერი, 1923, რომი — გ. 16 აგვისტო, 2005, რომი) — იტალიელი ოპერატორი.

კარიერა დაიწყო 1938 წელს ჩინეჩიტაში. მუშაობდა სხვადასხვა რეჟისორებთან, სერჯო ლეონესთან, რომან პოლანსკისთან, ჟან-ჟაკ ანოსთან. კოლიმ აგრეთვე გადაიღო ფედერიკო ფელინის ბოლო სამი ფილმი. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო კოლის თანამშრომლობა პიერ პაოლო პაზოლინისთან. მათ ერთად გადაიღეს 12 ფილმი. კოლის უკანასკნელი ნამუშევარი იყო რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“.

წელიდასახელებაორიგინალური დასახელებარეჟისორი
1961აკატონეAccattoneპიერ პაოლო პაზოლინი
1962დედა რომაMamma Romaპიერ პაოლო პაზოლინი
1964მათეს სახარებაIl Vangelo secondo Matteoპიერ პაოლო პაზოლინი
1966კარგი, ცუდი და ბოროტიThe Good, the Bad and the Uglyსერჯო ლეონე
1968ერთხელ დასავლეთშიOnce Upon a Time in the Westსერჯო ლეონე
1971დეკამერონიIl Decameronპიერ პაოლო პაზოლინი
1972კენტერბერიული მოთხრობებიI racconti di Canterburyპიერ პაოლო პაზოლინი
1975სალო, ანუ სოდომის 120 დღეSalò o le 120 giornate di Sodomaპიერ პაოლო პაზოლინი
1984ერთხელ ამერიკაშიOnce Upon a Time in Americaსერჯო ლეონე
1986ვარდის სახელიThe Name of the Roseჟან-ჟაკ ანო
1986ჯინჯერი და ფრედიGinger e Fredფედერიკო ფელინი
1986ინტერვიუIntervistaფედერიკო ფელინი
1987მთვარის ხმაLa voce della lunaფედერიკო ფელინი
1997ცხოვრება მშვენიერიაLa vita è bellaრობერტო ბენინი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]