ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციცაცია
Chicago Film Critics Association.jpg
აბრევიატურა

CFCA

დაარსების თარიღი

1990; 29 წლის წინ (1990)

მიზანი/მიმართულება

კინოკრიტიკა

შტაბ-ბინა

ჩიკაგო, ილინოისი, აშშ

ოფიციალური ენები

ინგლისური

საიტი

chicagofilmcritics.org

ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაცია (ინგლ. Chicago Film Critics Association, აბრევიატურა CFCA) — ამერიკული კინოკრიტიკოსთა არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ინტერესსაც წარმოადგენს მიმდინარე კინომოვლენების მიმოხილვა და რეცენზია. შტაბ-ბინა მდებარეობს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში.[1]

ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა პირველი დაჯილდოების წარმატების შემდეგ, კინოკრიტიკოსების სიუ კინერისა და შერონ ლემერის მიერ 1990 წელს დაარსდა ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციცაცია. ასოციაცია მოიცავს 60 წევრს,[1][2] რომელთა შორის არის ისეთი ინტერნეტ და ბეჭვდითი გამოცემები როგორებიცაა „Ain't It Cool News“, „The A.V. Club“, „Chicago Sun-Times“, „Daily Herald“, „Consequence of Sound“, „Paste“ და eFilmCritic.com.[3]

1989 წლიდან CFCA გასცემს ყოველწლიურ ჯილდოს, რომელიც ავლენს საუკეთესო ფილმებს სხვადასხვა კატეგორიაში. 2013 წლიდან ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ფესტივალს, რომლის მიზანია ფართო აუდიტორიას გააცნოს რიგი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმები. პირველი ფესტივალი ჩატარდა როუზმონტში, ილინოისში 2013 წლის 12 აპრილს.[4]

არსებული კატეგორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა დაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება 1988 წლიდან:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gire, Dann. “7 Chicago Film Critics award nominations for 'Clayton'“, Daily Herald, 12 ნოემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 დეკემბერი, 2014. 
  2. Dickerson, Justin. (20 დეკემბერი, 2004) Chi crix look 'Sideways' for 2004 best pic award. Variety. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2015.
  3. Chicago Film Critics Association Members (2014–15). Chicago Film Critics Association. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2015.
  4. Sims, Amanda. (3 აპრილი, 2013) What You'll See at the First Chicago Film Critics Association Festival. Chicago. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი, 2015.