შინაარსზე გადასვლა

საზღვაო ჰოსპიტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საზღვაო ჰოსპიტალი USNS Comfort  , 2009.
HMHS Mauretania,  პირველი მსოფლიო ომი.

საზღვაო ჰოსპიტალი — სამედიცინო გემი. ძირითადად სამხედრო ძალები იყენებენ საბრძოლო ზონებთან ახლოს.[1]

მიუხედავად ამისა, საზღვაო ჰოსპიტალზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია და მოწინააღმდეგე მხარეებს უფლება აქვთ შესაძლო კანონდარღვების აღმოჩენისათვის შეამოწმონ მსგავსი გემები.

ადრეული მაგალითები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტანჟერის ახლოს, 1670 წელი. საზღვაო ჰოსპიტალები პირველად პორტის ევაკუაციისას გამოიყენეს, 1680–იანი წლები.

არაა გამორიცხული, რომ საზღვაო ჰოსპიტალებს ანტიკურ ხანაშიც ეარსებათ. ათენის ფლოტში არსებობდა გემი სახელად თერაპია (ლათ. Therapia), ხოლო რომაულ ფლოტში ასკლეპიოსი (ლათ. Aesculapius). მათი სახელებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდნენ.

ბრიტანული სამეფო ფლოტის პიონერად(პირველი ბრიტანული საზღვაო ჰოსპიტალი)  შეგვიძლია გემი Goodwill–ი დავასახელოთ, რომელიც ფლოტის ესკადრის შემადგენლობაში იყო ხმელთაშუა ზღვაში 1608 წელს.[2] სამედიცინო ექსპერიმენტი მალევე შეწყდა და გუდვილს სხვა ვალდებულებები დააკისრეს, ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტები უახლოეს პორტში ჩამოსხეს.[3] მეჩვიდმეტე საუკუნის შუა პერიოდამდე სამეფო ფლოტის ნებისმიერ გემს შეეძლო საზღვაო ჰოსპიტალის ფუნქციის შეთავსება, ხოლო საუკუნის ბოლოს ასეთი მხოლოდ ორი იყო. თითოეული ან დაქირავებული სავაჭრო  ან მეექვსე რიგის გემი იყო, რომელთაც ტიხრები მოხსნილი ჰქონდათ, რათა მეტი ადგილი გამოთავისუფლებულიყო ოთახებსათვის.  ვენტილაციისათვის გემის კორპუსი და გემბანი დახვრეტილი იყო დამატებითი ნაკვეთურებით.[2]

XVII საუკუნის საზღვაო ჰოსპიტალების ეკიპაჟში მეზღვაურების გარდა შედიოდა ქირურგი თავის ოთხ დამხარესთან ერთად. სამედიცინო მარაგში ძირითადად დოლბანდები, საპონი, ნემსები და ღამის ჭურჭელი იყო. გემზე პაციენტს საწოლს ან ნოხს და სუფთა ზეწარს სთავაზობდნენ. ადრეული პერიოდის საზღვაო ჰოსპიტალები განკუთვნილნი იყვნენ ავადმყოფებისათვის, ნაკლებად დაჭრილებისათვის. გემებზე საჭმლის ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო. 1690-იანი წლებში გემ Siam-ზე მყოფი ქირურგი ჩიოდა, რომ  არსებული ხორცი იყო გახრწნილი, ორცხობილა კი მწარე და მასზე ცხვირგძელები (ხოჭოს სახეობა) სახლობდნენ. ასევე, პური ისეთი მაგარი ყოფილა, რომ პაციენტების პირსა და სახის კანს აზიანებდა.

საზღვაო ჰოსპიტალი დაჭრილი სამხედროების სამკურნალოდაც გამოიყენებოდა. ამის მაგალითია ინგლისის ტანჟერის ევაკუაცია 1683 წელს. სამხედრო ოპერაციის ანგარიში სემიუელ პიპსს ეკუთვნის. მთავარ საზრუნავი ავადმყოფი სამხედროებისა და ოჯახების(თავიანთი ქონებით) ევაკუაცია იყო. საზღვაო ჰოსპიტალებმა Unity-მ და Welcome-მა ინგლისისკენ გეზი 18 ოქტომბერს აიღეს. გემებზე ჯამში 114 დაინვალიდებული სამხედრო, 104 ქალი და ბავშვები იმყოფებოდნენ. 1683 წლის 14 დეკემბერს ორივე საზღვაო ჰოსპიტალი მშვიდობით ჩავიდა დაუნსში. [4]

სამეფო ფლოტში სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ნელა იზრდებოდა.1703 წელს მიღემული გადაწყვეტილებით, ყოველი გემის ეკიპაჟი დაიმატებდა  ექვს ლენდსმენს (სამხედრო წოდება საზღვაო რეკრუტთათვის), რომლებიც ქირურგის ასისტენტების ფუნქციას შეითავსებდნენ. ეკიპაჟში ასევე ოთხი მრეცხავი ქალი უნდა ყოფილიყო.1705 წლის შესწორების მიხედვით, გემს კიდევ 5 კაცი ექთანი დაემატა და თითოეული პაციენტისთვის ერთის ნაცვლად უკვე ორი ზეწარი გამოიყო. 1798 წლის 8 დეკემბერს, ბრძოლისთვის გამოუსადეგარი გემი HMS Victory გადააკეთეს საზღვაო ჰოსპიტალად, რომელზეც დაჭრილ ფრანგ და ესპანელ სამხედრო ტყვეებს მკურნალობდნენ. ედვარდ ჰეისტიდის(ფიცხის) ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორი დიდი საზღვაო ჰოსპიტალი შევიდა ჰალსტოუს ყურეში(კენტი). ამ გემების ეკიპაჟი ამოწმებდა ინგლისისკენ მომავალ გემებს, რომლებიც გარკვეული პერიოდით ე.წ საკარანტინო ზონაში ჩერდებოდნენ. ასე იცავდნენ ინგლისელები თავს სხვადასხვა ინფექციისგან, მათ შორის შავი ჭირისგან.[5]

თანამედროვე საღვაო ჰოსპიტალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში სამეფო ფლოტში იწყება საზღვაო ჰოსპიტლების გამოყენების ინსტიტუციონალიზაცია.1850–იან წლებში, ყირიმის ომის პერიოდში გამოჩნდნენ პირველი თანამედროვე საზღვაო ჰოსპიტალები.ბრიტანულ  არმიას, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე იბრძოდა, ერთადერთი სამხედრო ლაზარეთი ემსახურებოდა. სევასტოპოლის ალყისას, ბალაკლავას პორტიდან 15000–მდე დაჭრილი სამხედრო გადაიყვანეს ზემოთხსენებულ ლაზარეთში  საზღვაო ჰოსპიტალებად გადაკეთებული გემების ესკადრით.

HMS Melbourne-ი და HMS Mauritius-ი იყვნენ პირველი გემები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ ნამდვილი სამედიცინო მოწყობილობებით. ეს ჰოსპიტალები დაკომპლექტებული იყვნენ ე.წ სამედიცინო კორპუსის პერსონალით და უზრუნველყოფდნენ 1860 წლის ბრიტანულ ექსპედიციას ჩინეთში. გემები პაციენტებს კომფორტული გარემოთი უზრუნველყოფდნენ. გემებს ასევე გააჩნდათ საოპერაციოები. 1860იან წლებში, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, გემი USS Red Rover–ი ეხმარებოდა, როგორც კონდეფერატების ისე ჩრდილოეთის არმიის დაჭრილ სამხედროებს.

რუსეთ–ოსმალეთის ომის დროს (1877–78), ბრიტანული წითელი ჯვარი ამარაგებდა შეჯავშნულ გემს, რომელიც  აღჭურვილი იყო თანამედროვე ქირურგიული ეკიპირებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გემზე იყო ქლოროფორმი და კარბოლის მჟავა (ანტისეპტიკი). მსგავსი გემები მონაწილეობდნენ 1882 წელს ეგვიპტეში შეჭრისას. ასევე ეხმარებოდნენ ამერიკელებს ესპანეთ–ამერიკის ომის პერიოდში.

საზღვაო ჰოსპიტალები რუსეთ–იაპონიის ომშიც (1904–05) გამოიყენებოდა. იაპონელები რუსულ საზღვაო ჰოსპიტალ Орёл–ს ანათებდნენ ცუსიმის საზღვაო ბრძოლისას. ბრძოლა იაპონელთა გამარჯვებით დამთავრდა და ალაფად გემი Орёл–ი ჩაიგდეს ხელთ. 

საზღვაო ჰოსპიტალი HMHS Aquitania, პირველი მსოფლიო ომი.

პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაიწყო საზღვაო ჰოსპიტალების მასიური გამოყენება. მრავალი ლაინერი საზღვაო ჰოსპიტალად გადააკეთეს, მაგ : RMS Aquitana და HMHS Britanica. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ბრიტანეთის სამეფო ფლოტს 77 ასეთი გემი ჰყავდა. გალიპოლის კამპანიისას საზღვაო ჰოსპიტალებმა ჯამში 100,000 დაჭრილი გადაიყვანეს ეგვიპტეში.

კანადა ჰოსპიტალებს ორივე ომში იყენებდა. პირველ მსოფლიო ომში SS Letitia (I) და HMHS Llandovery Castle რომელიც გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გარკვევით ჩანდა წითელი ჯვარი. მეორე მსოფლიო ომში კანადის ფლოტში ორი საზღვაო ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა გემები RMS Lady Nelson და SS Letitia (II) [6]

 პირველი ამერიკული საზღვაო ჰოსპიტალი USS Relief[7] 1921 წელს ჩაუშვეს ზღვაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როგორც არმია ისე ფლოტი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა საზღვაო ჰოსპიტალებს.[8] ისინი იყვნენ ისე აღჭურვილნი, რომ პირდაპირ ბრძოლის ველიდან მიეღოთ დაჭრილები. მათ ფუნქციებში შედიოდა ასევე ხმელეთზე არსებული ლაზარეთებისა და სამედიცინო რაზმების წამლებითა და სხვა საჭირო ინვენტარით მომარაგება. 

საზღვაო ჰოსპიტალად გადაკეთული Britannic (ტიტანიკისა და ოლიმპიკის უმცროსი და) .

უკანასკნელი ბრიტანული სამეფო იახტა, Britania, აშენდა ისე, რომ მარტივად გადაკეთებულიყო საზღვაო ჰოსპიტალად, მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ პარლამენტის საფინანსო საქმიანობას ემსახურებოდა იგი და სამედიცინო კუთხით არ გამოუყენებიათ.

ლუნას კლასის ეკრანოპლანი განიხილებოდა როგორც მობილური საველე ჰოსპიტალი სწრაფი გადასროლისთვის მოსაზღვრე რეგიონებში. პროექტის 90% დასრულებული იყო და მოდელს Спасатель-ი ერქვა, თუმცა საბჭოთა არმიამ შეწყვიტა იგი.

ზოგიერთი საღვაო ჰოსპიტალი, როგორიცაა SS Hope და Esperanza Del Mar, მიეკუთვნება სამოქალაქო ორგანიზაციებს და არ შედიან რომელიმე ფლოტის შემადგენლობაში. Mercy ships-ი წარმოადგენს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციას და არ მიეკუთვნება რომელიმე მთავრობას.

საერთაშორისო კანონმდებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არასამთავრობო ორგანიზაციის საზღვაო ჰოსპიტალი MV Africa Mercy

საზღვაო ჰოსპიტალებს ჰააგის X კონვენცია იცავს.[9] კონვენციის მე-4 პარაგრაფში მოცემულია შესაბამისი შეზღუდვებიც:

  • გემზე მკაფიოდ უნდა იყოს დატანილი ნიშნები(წითელი ჯვარი, რომბი თუ სხვა), რათა ჩანდეს, რომ იგი ნამდვილად საზღვაო ჰოსპიტალია.
  • გემმა, განურჩევლად ეროვნებისა, ყველას უნდა აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება
  • არ შეიძლება გემის სამხედრო დანიშნულებით გამოყენება
  • გემმა ხელი არ უნდა შეუშალოს მტრის სამხედრო ხომალდებს
  • მეომარ მხარეებს შეუძლიათ გამოიძიონ საზღვაო ჰოსპიტალზე არსებული ვითარება (კანონდარღვევის შემთხვევაში)
  • მეომარმა მხარეებმა უნდა განსაზღვრონ საზღვაო ჰოსპიტლის ზუსტი მდებარეობა

სან რემოს ცნობარის მიხედვით, რომელიც განკუთვნილია საზღვაო კონფლიქტებისთვის, საზღვაო ჰოსპიტალებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას, აუცილებელია მიეცეთ დრო რათა ჩაბარდნენ. თუ გემი ისევ გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას, მეორე მხარეს შეუძლია კანონიერად  დაიკავოს იგი. საზღვაო ჰოსპიტალზე იერიშის მიტანა შეიძლება მხოლოდ:

  • თუ მშვიდობიანად დაკავება შეუძლებელია
  • თუ სხვანაირად კონტროლი შეუძლებელია
  • თუ დარღვევები იმდენად მკვეთრია, რომ გემი შეიძლება სამხედროდ ჩაითვალოს.
  • თუ ზიანი და მსხვერპლი მცირე იქნება.

ყველა სხვა ვითარებაში საზღვაო ჰოსპიტალზე იერიში სამხედრო დანაშაულად ითვლება.

თანამედროვე საზღვაო ჰოსპიტალებზე გამოსახულია დიდი წითელი ჯვრები ან ნახევარმთვარეები, რომელიც მიუთითებს,რომ გემებს ჟენევის კონვენცია იცავს. თუმცა, ნიშნები სრულად არ იცავს გემებს მოწინააღმდეგის ცეცხლისგან. ამის მაგალითებია: კანადური გემი HMHS Llandovery Castle', რომელიც ჰალიფაქსიდან ლივერპულში მიდიოდა, რა დროსაც ტორპედომ ჩაძირა (27 ივნისი, 1918). მეორე მსოფლიო ომში ასეთ ორი  შემთხვევა დაფიქსირდა. სამეფო ფლოტის გემი AHS Centaur  ავსტრალიის მახლობლად იაპონელებმა ჩაძირეს და გემზე მყოფი 332 ადამიანიდან მხოლოდ 64 გადარჩა. 1941 წელს კი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი საზღვაო კატასტროფა მოხდა. საბჭოთა საზღვაო ჰოსპიტალი Armenia, რომელსაც ყირიმიდან დაჭრილი სამხედროები გამოყავდა, გერმანულმა თვითმფრინავმა დაბომბა. ჩაძირვისას 5000-დან 7000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ამჟამად მოქმედი საზღვაო ჰოსპიტალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრაზილიის ფლოტის საზღვაო ჰოსპიტალი გემი U19 Carlos Chagas
რუსული ფლოტის საზღვაო ჰოსპიტალი Енисей.
ესპანური საზღვაო ჰოსპიტალი  Esperanza Del Mar
Nation Hospital ships
ბრაზილია
  • ექვსი საზღვაო ჰოსპიტალი ; U15 Pará, U16 Doutor Montenegro, U18 Oswaldo Cruz, U19 Carlos Chagas, U21 Soares de Meirelles, U28 Tenente Maximiano.
ჩინეთი
  • ორი ნანკანგის კლასის საზღვაო ჰოსპიტალი: 'Nankang' და 'Nanyun, ყოფილი ქიონგშას კლასის სატრანსპორტო გემები, რომლებიც საზღვაო ჰოსპიტალებად 1980 წელს გადააკეთეს
  • Zhuanghe  -გადაკეთებული სატვირთო გემი,რომელსაც მრავალი ფუნქიის შეთავსება შეუძლია. როდესაც ხომალდი ივსება საწოლებითა და სამედიცინო მოწყობილობებით ის "სამედიცინო საევაკუაციო გემების" კლასში გადის.
  • Daishandao – აგრეთვე ცნობილი როგორც მშვიდობის კიდობანი - მას გააჩნია 300 სავაადმყოფო საწოლი, 20 ინტენსიუი თერაპიის საწოლი და 8 საოპერაციო.
  • Project 320 - ყოფილი რუსული საზღვაო ჰოსპიტალი(ჩინეთმა 2007 წელს იყიდა).
ინდონეზია
  • KRI Dr Soeharso - ყოფილი სადესანტო გემი, 2007 წელს გადააკეთეს საზღვაო ჰოსპიტალად
პერუ
  • BAP Puno - 1861 წელს აშენებული სატვირთო და საგმზავრო გემი 1976 წელს გადააკეთეს საზღვაო ჰოსპიტალად. მოქმედებს ტბა ტიტიკაკაზე .
რუსეთი
  • ობ კლასი - Иртыш, Свирь და Енисей 1981–1990 წლებში ააგეს. თითოეულს აქვს 100 საავადმყოფო ოთახი და შვეულმფრენის ასაფრენ–დასაფრენი მოედანი. კლასის წამყვანი გემი ობი ,რომელი 1980 წელს აიგო, რუსეთმა ჩინეთს 2007 წელს მიჰყიდა.
ამერიკის

შეერთებული

შტატები

  • USNS Mercy (T-AH-19) და USNS Comfort (T-AH-20)). მათი პირველადი დანიშნულებაა შემტევი ძალების სამედიცინო მომსახურება. მათ ფუნქციებში ასევე შედის სტიქიური უბედურებების ადგილზე ყოფნა და ხალხის ჰუმანიტარული დახმარება. გემებს გააჩნიათ 12 საოპერაციო ოთახი, 1000 საავადმყოფო საწოლი, სამედიცინო ლაბოლატორია, აფთიაქი, ოპტომეტრიის ლაბორატორია, ინტენსიური თერაპიის პალატა, სტომატოლოგიური კაბინეტი, CT სკანერი, მორგი და ორი ჟანგბადის წარმომქნელი დანადგარი. გემს ასევე აქვს მცირე ნავმისადგომი, საიდანაც პაციენტები სხვა ხომალდებზე გადაჰყავთ
ვიეტნამი
  • საზღვაო ჰოსპიტალი Khánh Hòa 01 (HQ-561) – აქვს 20 საწოლი და ეკიპაჟში 12 მედიკოსია
USS Abraham Lincoln, ნიმიცის კლასის ავიამზიდი

დიდ ხომალდებზე, როგორიცაა ავიზმაიდები და ამფიბიური შემტევი გემები, მიღებულია ჰოსპიტალების არსებობა. თუმცა, მათ გემის მცირე ნაწილი უკავიათ და განკუთვნილია უშუალოდ გემის ეკიპაჟისათვის. ისინი არ გადიან საზღვაო ჰოსპიტალების ჯგუფში და შესაბამისად მათზე არაა დატანილი შესაბამისი აღნიშვნბი (წითელი ჯვარი და ა.შ) [10] 

აშშ-ის დროშა აშშ-ის საზღვაო ძალები
  • ნიმიცის კლასის ავიამზიდი – ითოეული ავიამზიდს აქვს 56 საწოლი (53 საავადმყოფო/ 3 ინტენსიური თერაპიისათვის) და წარმოადგენს საზღვაო ჰოსპიტალს ე.წ ავიამზიდის შემტევ ჯგუფში (carrier strike group).[11] ერთ წელიწადში, USS George Washington სამედიცინო დეპარტამენტმა მიიღო 15,000-მდე პაციენტი, გააკეთა 27,000-მდე ანალიზი, გამოწერა 10000-მდე რეცეფტი, გადაიღო 2,300-მდე რენტეგნის სურათი და ჩაატარა 65 ქირურგიული ოპერაცია.[12] პირველ გემ, USS Nimitz  აქვს 56 საწოლი(53 საავადმყოფო / 3 ინტენსიური თერაპიისათვის) , ხოლო უკანასკნელ გემ, USS George H.W Bush აქვს 54 საწოლი (51 საავადმყოფო / 3 ინტენსიური თერაპიისათვის).[13]
USS Bataan, ვეისპის კლასის შემტები ხომალდი.
  • ვეისპის კლასის ამფიბიური შემტევი გემი  – ამ ტიპის გემებს აქვთ 6 საოპერაციო ოთახი, 60 საწოლი (46 საავადმყოფო/14 ინტენსიური თერაპიისათვის) , გემზე შესაძლებელია რენტგენის და სხვა ტიპისსურათების გადაღება, ასევე ფუნქციონირებს ლაბორატორია და სისხლის ბანკი, [14] Tგემს შეუძლია გაზარდოს საწოლების რაოდენობა 600-მდე და გადაიქცეს სიდიდით მეორე საზღვაო ჰოსპიტალად..[15]
  • ამერიკის კლასის ამფიბიური შემტევი გემი – ეს არის უახლესი და უდიდესი კლასი, როგორც ამერიკის ფლოტში ისე მთელ მსოფლიოში. თუმცა, ამ კლასის პირველ ორ გემს USS America და USS Tripoli საავიაციო მოხმარების ფართობის გასაზრდელად შემცირებული აქვთ სამედიცინო დაწესებულების ფართობი .[16] ამ გემებს აქვთ ორი საოპერაციო ოთახი და 24 საწოლი.
  • სან ანტონიოს კლასის სატრანსპორტო დოკი – 24 საავადმყოფო საწოლი.
  • ჰარპერს ფერის კლასის სადესანტო დოკი – 11 საავადმყოფო საწოლი..
  • ვიდბი აილენდის კლასის სადესანტო დოკი – 8 საავადმყოფო საწოლი..
გაერთიანებული სამეფოს დროშა ბრიტანეთის სამეფო ფლოტი
  • სამეფო ფლოტის დამხმარე გემი RFA Argus – რომ არა მისი შეიარაღება, ეს გემი უდავოდ იქნებოდა საზღვაო ჰოსპიტალი, თუმცა ის მოიხსენიება, როგორც 'დაშავებულთა პირველადი მიმღები პუნქტი/გემი' (PCRS)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის ფლოტი
  • მისტრალის კლასის  ამფიბიური შემტევი გემი – აქვს 76 საწოლი (69 საავადმყოფო , 7 ინტენსიური თერაპიისთვის) და 50 დამატებითი საწოლი. ამ ტიპის გემზე შესაძლებელია რენგტენის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრაბგერითი სურათების გადაღება.
არგენტინის დროშა არგენტინის ფლოტი
  • ARA Almirante Irízar – ყინულმჭრელია, რომელსაც შეუძლია საზღვაო ჰოსპიტალის ფუნქციების შეთავსება.
ესპანეთის დროშა ესპანეთის ფლოტი
  • ESPS Juan Carlos I – გემს აქვს 40 საწოლი.[17]
ავსტრალიის დროშა ავსტრალიის სამეფო ფლოტი
  • კანბერას კლასის სადესანტო შვეულმფრენმზიდი – ეს კლასი დაფუძნებულია ესპანური გემის ხუან კარლოს პირველის - დიზაინზე,[18] და აქვს 2 საოპერაციო ოთახი და პალატები.[19]
იაპონიის დროშა იაპონიის სანაპირო დაცვის ძალები
  • იზუმოს კლასი – ამ ტიპის გემებს აქვთ 2 საოპერაციო ოთახი, 37 საწოლი (35 საავადმყოფო / 2 ინტენსიური თერაპიისათვის) და რენტგენის ოთახი.
  • ჰაიუგას კლასი – ამ ტიპის გემებს აქვთ 1 საოპერაციო და 9 საწოლი (8 საავადმყოფო / 1 ინტენსიური თერაპიისათვის)
  1. Hospital Ship დაარქივებული 2020-05-12 საიტზე Wayback Machine. (definition via WordNet, Princeton University)
  2. 2.0 2.1 Sutherland Shaw, J.J. (1936). „The Hospital Ship, 1608 – 1740“. The Mariner's Mirror. 22 (4): 422–426. doi:10.1080/00253359.1936.10657206.
  3. Oppenheim, M. (1896). A History of the Administration of the Royal Navy and of Merchant Shipping in Relation to the Navy. The Bodley head, გვ. 188. OCLC 506062953. 
  4. Jack Edward McCallum (2008). Military Medicine: From Ancient Times to the 21st Century. ABC-CLIO, გვ. 150–152. 
  5. Hasted, Edward (1799). „Parishes“. The History and Topographical Survey of the County of Kent. Institute of Historical Research. 6: 34–40. ციტირების თარიღი: 28 February 2014.
  6. Douglas N. W. Smith, "Bringing Home the Wounded", Canadian Rail Passenger Yearbook 1996-1997 Edition, Trackside Canada, Ottawa, p. 49-64.
  7. "Modern Hospital Sails With U.S. Fleet."
  8. Condon-Rall, Mary Ellen; Cowdrey, Albert E. (1998) The Technical Services—The Medical Department: Medical Service In The War Against Japan, United States Army In World War II. Washington, DC: Center Of Military History, United States Army, გვ. 258, 388–389. 
  9. Convention for the adaptation to maritime war of the principles of the Geneva Convention. Yale University (October 18, 1907). ციტირების თარიღი: August 2, 2009.
  10. John Pike. World Wide Hospital Ships. globalsecurity.org. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
  11. CARRIER . The Ship - PBS. pbs.org. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
  12. Harwood, Jared L.; Pothula, Viswanadham (April 2011). „The USS George Washington medical department: Medicine in motion“ (PDF). Bulletin of the American College of Surgeons. 96 (4). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 19 May 2011. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი 2017. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  13. Departments. navy.mil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
  14. USS WASP. navy.mil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
  15. John Pike. LHD-1 Wasp class. globalsecurity.org. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
  16. LHA 6 (formerly LHA(R)) : New Amphibious Assault Ship (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-03-09.
  17. The Aviationist » L61 Juan Carlos I. theaviationist.com. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
  18. La Opinión de A Coruña. Navantia efectúa con éxito el ´encaje´ del ´Canberra´. laopinioncoruna.es. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
  19. John Pike. Canberra Class Amphibious Ship. globalsecurity.org. ციტირების თარიღი: 4 May 2015.