შინაარსზე გადასვლა

საბაჰ შარიათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბაჰ შარიათი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1989(1989-01-01) (35 წლის)
დაბ. ადგილი სანანდაჯი
სიმაღლე 1,92
ქვეყანა ირანი და აზერბაიჯანი

საბაჰ შარიათი (სპარს. صباح شریعتی; დ. 1 იანვარი, 1989, სანანდაჯი, ირანი) — ირანული წარმოშობის ნატურალიზებული აზერბაიჯანელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. 2015 წელს 130 კგ წონით კატეგორიაში 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2017 წელს გამართულ ისლამის სოლიდარობის თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

საბაჰ შარიათი დაიბადა 1989 წლის 1 იანვარს, ირანის ქალაქ სანანდაჯში.

2009 წელს საბაჰ შარიათიმ მოიგო 2009 წელს გამართული ბაქოს საერთაშორისო ტურნირი. ეს იყო მისი ერთადერთი წარმატება ირანის ნაკრების რიგებში. მას შემდეგ რაც საბაჰი აზერბაიჯანში გადავიდა, მოახერხა მედლის მოგოება არაერთ საერთაშორისო ტურნირზე.

2015 წელს ბაქოში გამართული 2015 წლის ევროპულ თამაშებზე იასპარეზა აზერბაიჯანის სახელით. 1/8 ფინალში დაამარცხა უკრაინელი მიკოლა კუჩმი, ანგარიშით 8-0. ამის შემდეგ დაამარცხა ქართველი იაკობ ქაჯაია, ანგარიშით 5-2. ნახევარფინალში დაამარცხა ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილი, ანგარიშით 6-0. ფინალში შარითი თურქ რიზა ქაიალფთან, ანგარიშით 1-3 დამარცხდა.

2015 წლის 29 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის განკარგულებით მიენიჭა პროგრესის მედალი.

საბაჰ შარიათის კიდევ ერთი დიდი წარმატება იყო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრიჯაოს მედალი. 1/8 ფინალში ანგარიშით 8-2 დაამარცხა ამერიკელი რობი სმიტი და მოახერხა 1/4 ფინალში გასვლა.[1] 1/4 ფინალში მისი მეტოქე იყო 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, თურქი მოჭიდავე რეზა ქაიაალფი.[2] საბაჰ შარიათი ოპონენტთან ანგარიშით 5-0 დამარცხდა[3] ამის შემდეგ შარიათი რეპეშაჟში გადავიდა სადაც მისი პირველი მეტოქე ვენესუელას წარმომადგენელი, ერვინ კარბალიო იყო. შარიათმა მეტოქე ანგარიშით 8-0 დაამარცხა.[4] ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შარიათი გერმანელ მოჭიდავე ედუარდ პოპს დაუპირისპირდა. მატჩი შარიათის გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. ამის შედეგად გახდა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი.[5]

2016 წლის 1 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დააჯილდოვა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის“ დიპლომით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Rio-2016"-nın rəsmi saytında 130 kiloqram çəki dərəcəsində kişilərin yunan-roma üsulu ilə güləş yarışlarının, 1/8 final mərhələsinin görüşünün nəticəsi / (Sabah Şəriəti-Robert Smit). www.rio2016.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-27. ციტირების თარიღი: 15 avqust 2016.
  2. "Rio-2016"-nın rəsmi saytında 130 kiloqram çəki dərəcəsində kişilərin yunan-roma üsulu ilə güləş yarışlarının, 1/4 final mərhələsinin görüşünün nəticəsi / (Rıza Kayaalp-Sabah Şəriəti). www.rio2016.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-27. ციტირების თარიღი: 15 avqust 2016.
  3. "Rio-2016" Olimpiya Oyunları: Azərbaycan güləşçi Sabah Şəriəti bürünc medal uğrunda mübarizə aparacaq.. www.azertag.az. ციტირების თარიღი: 15 avqust 2016.
  4. "Rio-2016"-nın rəsmi saytında 130 kiloqram çəki dərəcəsində kişilərin yunan-roma üsulu ilə güləş yarışlarının, bürünc medal uğrunda görüşünün nəticəsi / (Sabah Şəriəti-Eduard Poop). www.rio2016.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 15 avqust 2016.
  5. "Rio-2016" Olimpiya Oyunları: Güləşçimiz Sabah Şəriəti "Rio-2016" Yay Olimpiya Oyunlarının bürünc medalını qazanıb.. www.azertag.az. ციტირების თარიღი: 15 avqust 2016.