რძის ხე
იერსახე
რძის ხე | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rrosimum galactodendron | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 63081 | ||||||||||||||
|
რძის ხე (ლათ. Rrosimum galactodendron ანუ Galactodendron utile) — ხე თუთისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30 მ აღწევს. მთლიანი ფოთლები და თავაკისებრ ყვავილედებში თავმოყრილი ყვავილები აქვს.
იზრდება ამერიკის ტროპიკებში, მოჰყავთ ტროპიკულ აზიაში. შეიცავს რძეწვენს, რომელიც გემოთი ძროხის რძეს წააგავს. ხმარობენ საჭმელში და საღეჭი რეზინის წარმოებაში. მისგანვე იღებენ მცენარეულ ცვილს, რომელიც გამოიყენება სანთლის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 523.