რუსუდან ნიკოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლაძე.
რუსუდან ნიკოლაძე
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი 1884(1884-12-17)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 9 სექტემბერი 1981(1981-09-09) (96 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ქიმია
მუშაობის ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მამა ნიკო ნიკოლაძე

რუსუდან ნიკოლოზის ასული ნიკოლაძე (პოლიევქტოვი) (დ. 17 დეკემბერი, 1884, პეტერბურგი — გ. 9 სექტემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, პროფესორი (1933) და დამსახურებული მეცნიერი (1941).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა გაატარა მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში, ფოთსა და ქუთაისში. თბილისში გიმნაზიის დამტავრების შემდეგ, ჩაირიცხა პეტერბურგის იასენსკის ქალტა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1909 წელს, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1909-1917 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ განაგრძო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე. 1933-1974 წლებში განაგებდა ამავე კათედრას. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და მემუარული ნაშრომისა. ღვაწლმოსილმა მეცნიერმა გაიარა დიდი და საინტერესო ცხოვრების გზა, რაც ასახა კიდეც საგულისხმო მოგონებებში — „დაუვიწყარი დღეები და წუთები“ და „ცხოვრების დიდ გზაზე“.

დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით. 1978 წელს ქიმიის ტერმინოლოგიის შედგენისათის (დ. გვარამიძესთან ერთად) მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 292, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]